Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოვალუტების მომენტალური გაცვლის პლატფორმა ShapeShift-მა განაცხადა, რომ გამოუშვა საკუთარი ტოკენი FOX, რომლის წყალობითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განახორციელონ გარიგებები სავაჭრო კომისიების გარეშე. 

ShapeShift-ის შეტყობინების თანახმად, პლატფორმის ყველა მომხმარებელი, ახლებიც და უკვე არსებულნიც, შეძლებენ მიიღონ 100 FOX ტოკენი (ERC-20 სტანდარტის ტოკენი), შეინახონ თავიანთ ბალანსზე და განახორციელონ გარიგებები საკომისიო გადასახადების გარეშე. თითოეული FOX ტოკენი 10 აშშ დოლარად ფასდება უფასო სავაჭრო ბრუნვაში 30 დღის განმავლობაში (ამ დროის გასვლის შემდეგ სტატისტიკა ნულდება) და არ არის დაშვებული მისი გაყიდვა ან დახარჯვა. 

image.jpeg 

ამრიგად, ShapeShift-ის მომხმარებლები მიიებენ შესაძლებლობას - განახორციელონ გარიგებები ნულოვანი საკომისიოთი თვეში 1000 აშშ დოლარის ფარგლებში. 

ამავე დროს კომპანია აღნიშნავს, რომ ყველა ოპერაციაში კვლავ  გამოიყენება საკომისიო მაინერებისთვის. 

FOX ტოკენების მისაებად ShapeShift-ის ექაუნთზე აუცილებელია მიებას მხარდაჭერილი აპარატული საფულეებიდან რომელიმე - KeepKey ან Trezor, ან მცირე ხნის წინ ამოქმედებული სერვისი Portis. 

image.png 

„გვჯერა, რომ ტოკენიზებული აქტივები ქმნიან ახალ, მძლავრ მექანიზმს მომხმარებლის სასარგებლოდ. ტოკენი FOX, რომელიც მფლობელებს ანიჭებს უვადო, საკომისიოს გარეშე ვაჭრობის საშუალებას, ამ თეზისის პირველი დემონსტრაციაა ჩვენი მხრიდან“ - განაცხადა ShapeShift-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ვორჰისმა. 

კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ მზადაა უზრუნველყოს ლიკვიდურობის მაღალი დონე და უფრო მეტად მიმზიდველი კურსი. წარმომადგენლების მტკიცებით ზოგჯერ გაცვლითი კურსი 1-2%-ით დაბალია კონკურენტი პლატფორმების მაჩვენებელთან შედარებით. 

დაახლოებით ერთი წლის წინ ShapeShift  საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა მომხმარებლის ვერიფიკაციის პრობლემის გამო, თებერვალში კი დაანონსა პლატფორმის მასშტაბური რებრენდინგი. ShapeShift-ის ახალი ვერსია წარდგენილ იქნა აგვისტოში და მოწოდებულია იქცეს კომპლექსურ გადაწყვეტილებად კრიპტოვალუტების კაპიტალის მართვაში. პლატფორმას ორმოცდაათზე მეტი ციფრული აქტივის მხარდაჭერა აქვს. 

პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია კრიპტოვალუტის პირდაპირი შესყიდვა (აშშ-ის მოქალაქეებისთვის), მომხმარებლების პრივატული გასაღებები კი ინახება მათ საკუთარ აპარატულ საფულეებში.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.