Magdalena Posted November 21, 2019 Posted November 21, 2019 კომპანია Galaxy Digital Holdings Ltd-მ მაიკ ნოვოგრაცის ხელმძღვანელობით, განაცხადა ორი Bitcoin-ფონდის ამოქმედების შესახებ - ესენი გახლავთ Galaxy Bitcoin Fund და Galaxy Institutional Bitcoin Fund - ნათქვამია პრეს-რელიზში. Galaxy Digital Capital Management LP-ის განყოფილების ბაზაზე არსებული ფონდები ინსტიტუციონალურ და აკრედიტებულ ინვესტორებს სთავაზობს Bitcoin-დაბანდებებს სერვისების დადასტურებული მომწოდებლებისგან. Galaxy Bitcoin Fund-ში ინვესტიციის მინიმალური ოდენობა 25 ათასი აშშ დოლარია. Galaxy Institutional Bitcoin Fund-ში კი - გაცილებით მეტი (ზუსტი ოდენობა არ სახელდება). Კრიპტოვალუტის შენახვა დაეკისრება ციფრული აქტივების პლატფორმებს - Bakkt-სა და Fidelity Digital Assets-ს. ფასის კორექტირების აგენტად მოგვევლინება Bloomberg L.P, რომელმაც ძველად Galaxy-სთან ერთად აამოქმედა Bloomberg Galaxy Crypto Index. აუდიტით დაკავდება Deloitte & Touche LLP, გადასახადებით კი - Ernst & Young LLP. Davis Polk & Wardwell LLP საკუთარ თავზე აიღებს სამართლებრივ-უფლებრივ საკითხებს. „Galaxy-ის Bitcoin-ფონდები აკრედიტებულ ინვესტორებს დაეხმარება მოაგვარონ სირთულეები და რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოაქტივებში ჩადებულ ინვესტიციებთან. ეს ფონდები უზრუნველყოფენ ინვესტორებს Bitcoin-ზე წვდომით მესამე მხარის მეშვეობით, ინსტიტუციონალურ დონეზე, პირველი კლასის სერვისების მიმწოდებლებისა და პლატფორმის მხარდაჭერის წყალობით”, - განაცხადა სტივ კურცმა, Galaxy Digital-ის აქტივების მართვის ხელმძღვანელმა. https://forklog.com/galaxy-digital-zapustila-dva-bitkoin-fonda-pri-podderzhke-bakkt-fidelity-i-bloomberg/
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now