Magdalena Posted November 18, 2019 Posted November 18, 2019 კომპანია Sony-ს ახალი გეიმინგ კონსოლის შესახებ უამრავი საინტერესო დეტალისა და ტექნიკური შესაძლებლობის წარმოდგენა ხდება პერიოდულად. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა კომპანიამ შესაძლოა PlayStation 5 აღჭურვოს სპეციალური კარტრიჯით, რომელიც საშუალებას იძლევა გაფართოვდეს მეხსიერების სანახი სივრცის მოცულობა SSD ფორმატის SATA-დისკის დაყენების ხარჯზე. ეს ფაქტი პოზიტიურად უნდა აისახოს კონსოლის საბაზისო კომპლექტაციის ფასზე. ერთ-ერთმა რითეილერმა საზოგადოებას გაუზიარა თავისი ხედვა, თუ როგორი იქნება ახალი გეიმინგ კონსოლი და ჯოისტიკი DualShock 5. როგორც ავტორი აცხადებს, იგი პირველ რიგში დაეყრდნო სამომავლო მოწყობილობის დიზაინის თავისებურ ხედვას, თუმცა იხელმძღვანელა კონსოლის შესახებ გაჟონილი ცნობებით, რომლებიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად ვრცელდებოდა. სამომავლო კონსოლის საინტერესო მახასიათებლებიდან შეიძლება გამოიყოს კონტროლერ DualShock 5-ის უსადენო დატენვის შესაძლებლობა, აგრეთვე დისპლეის ზედა ნაწილის LED-განათება. ეს ზედა ნაწილი შესაძლოა ეკრანის დამატებით სენსორად მოგვევლინოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონცეპტის გამავრცელებელი რითეილერი ევროპაში ელექტრონიკის უმსხვილესი გამყიდველია. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიაში და ფლობს ათასზე მეტ ინტერნეტ-მაღაზიას ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხსენებულ რითეილერს შესაძლოა დახურულ ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდეს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31656/koncept-playstation-5-i-kontrollera-dualshock-5-pokazali-na-video 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now