Jump to content

Recommended Posts

Posted

Royal Bank of Canada (RBC), რომლის მართვის ქვეშაც 499 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით აქტივები იმყოფება, აამოქმედებს პლატფორმას Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის. 

ბანკმა კანადსა და აშშ-ის შესაბამის ორგანოებში შეიტანა ოთხი საპატენტო განაცხადი, რომლებიც ეხება გადაწყვეტილებას მის ოპერაციებში კრიპტოვალუტების ინტეგრაციის შესახებ. საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, RBC ასევე შეძლებს გახსნას ანგარიშები კრიპტოვალუტების შესანახად. 

image.jpeg 

„ცალკეული მომხმარებლებისთვის კრიპტო გასაღებებით მართვა და სხვადასხვა კრიპტოაქტივით ოპერაციების განხორციელება შესაძლოა პრობლემა იყოს. ზოგ შემხვევაში კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციის დადასტურებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული დრო, ასევე შეიძლება ისინი არათავსებადი აღმოჩნდეს სავაჭრო სისტემებთან“ - ნათქვამია ერთ-ერთ საპატენტო განაცხადში. 

ბანკში ჯერჯერობი უარს აცხადებენ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნავენ, რომ განაცხადების შეტანა მუდმივად ხდება კონცეფციისა და იდეების დაცვის მიზნით. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ კანადის ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას - გამოუშვას საკუთარი ციფრული ვალუტა იმ „პირდაპირ საფრთხესთან“ საბრძოლველად, რომელიც კრიპტოვალუტებისგან მომდინარეობს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.