Magdalena Posted November 13, 2019 Posted November 13, 2019 ბრენდმა VAIO-მ (ძველად Sony-ს კუთვნილებაში მყოფი), რომელიც ევროპის ბაზარზე მიმდინარე წელს დაბრუნდა, წარადგინა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი S15 All Black Edition. ლეპტოპს მკაცრი ფორმების მქონე კორპუსი აქვს, რომელიც მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი. 15.6-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა Ultra HD/4K — 3840 × 2160 პიქსელი. მთავარი შემადგენელი კომპონენტია Coffee Lake თაობის პროცესორი Intel Core i9-9980HK. ჩიპი შეიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად 16-ნაკადიანი ინსტრუქციის დამუშავება. ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.4 – 5.0 გჰც. შემადგენლობაში შედის გრაფიკული ბლოკი Intel UHD 630. ლეპტოპს აქვს 32 გბ DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, სწრაფი NVMe SSD - 512 გბ ან 1 ტბ მოცულობით, კონფიგურაციის შესაბამისად, აგრეთვე Blu-ray ოპტიკური დრაივი. კომპუტერის აღჭურვილობაშია: Wi-Fi IEEE 802.11ac და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, გიგაბიტური Ethernet-კონტროლერი, ინტერფეისები - USB Type-C (DisplayPort), HDMI და D-Sub. ლეპტოპის გაბარიტებია 361,4 × 254,3 × 22,0–26,0 მმ, წონა - 2.25 კგ. ბატარეის ერთ სრულ დამუხტვაზე ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 5.5 საათი. ლეპტოპი წარმოდგენილია ოპერაციული სისტემით - Windows 10 Pro. https://3dnews.ru/997456 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.