Jump to content

Recommended Posts

Posted

ბრენდმა VAIO-მ (ძველად Sony-ს კუთვნილებაში მყოფი), რომელიც ევროპის ბაზარზე მიმდინარე წელს დაბრუნდა, წარადგინა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი S15 All Black Edition. 

image.jpeg 

ლეპტოპს მკაცრი ფორმების მქონე კორპუსი აქვს, რომელიც მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი. 15.6-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა Ultra HD/4K — 3840×2160 პიქსელი. 

image.jpeg 

მთავარი შემადგენელი კომპონენტია Coffee Lake თაობის პროცესორი Intel Core i9-9980HK. ჩიპი შეიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად 16-ნაკადიანი ინსტრუქციის დამუშავება. ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.4 – 5.0 გჰც. შემადგენლობაში შედს გრაფიკული ბლოკი Intel UHD 630. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს 32 გბ DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, სწრაფი NVMe SSD  512 გბ ან 1 ტბ მოცულობით, კონფიგურაციის შესაბამისად, აგრეთვე Blu-ray ოპტიკური დრაივი. 

image.jpeg 

კომპუტერის აღჭურვილობაშია: Wi-Fi IEEE 802.11ac და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, გიგაბიტური Ethernet-კონტროლერი, ინტერფეისები - USB Type-C (DisplayPort), HDMI და D-Sub. ლეპტოპის გაბარიტებია 361,4 × 254,3 × 22,0–26,0 მმ, წონა - 2.25 კგ. 

ბატარეის ერთ სრულ დამუხტვაზე ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 5.5 საათი. ლეპტოპი წარმოდგენილია ოპერაციული სისტემით - Windows 10 Pro. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.