Jump to content

Recommended Posts

Posted

გროვებიდან 40 წლის შემდეგ NASA-ს სპეციალისტება გახსნეს მთვარის გრუნტის ნიმუშებიანი კონტეინერი, რომელშიც მოავსებული იყო მისია Appolo-ს დროს შეგროვებული ნიადაგი. 

image.jpeg 

მასალა სიგრძეში დაახლოებით 61 სმ და სიგანეში 5 სანტიმეტრია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გულდასმით ჩატარებული ანალიზები ასტრონავტებს დაეხმარება უკეთ მოემზადონ მთვარის ახალი მისიებისთვის. შეგახსენებთ, რომ მისია Artemis დაგეგმილია 2020-იანი წლებისთვის. 

კონტეინერში არსაბული მიწის ნიმუში მოპოვებულ იქნა იმ ადგილიდან, სადაც კოსმოსური რაკეტა Appolo-17 დაეშვა 1972 წელს. ნიმუში ასახავს მთვარის გრუნტის შემადგენელი ფენების თანმიმდევრობას. 

image.jpeg 

მისია Appolo-ს ფარგლებში NASA-ს ასტრონავტებმა დედამიწაზე დაახლოებით ოთხი ცენტნერი მთვარის გრუნტი და კლდის ნიმუშები ჩამოიტანეს. ნიმუშების უდიდესი ნაწილი შენახულ იქნა ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, რათა გაეხსნათ იმ დროს, როდესაც ანალიზისთვის საჭირო ინსტრუმენტები საგრძნობლად იქნებოდა გაუმჯობესებული, შესაბამისად, მოხდებოდა მათი უფრო ხარისხიანად გამოკვლევა. მასალების დაკონსერვების იდეა მდგომარეობდა შემდეგში - ნიმუშები შესაბამის პირობებში ხელუხლებლად შეენახათ ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამდე. 

ამ ეტაპზე ლაბორატორიის მკვლევარებმა კონტეინერიდან ამოიღეს პირველი ნიმუში, რიცხვობრივი დასახელებით - 73002. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.