Jump to content

Recommended Posts

Posted

გაზაფხულზე ღია პრეზენტაციაზე AMD- განაცხადა, რომ ახალი Ryzen Threadripper-ების დებიუტი წლის მეორე ნახევარში შედგებოდა. მას შემდეგ სიახლის შესახებ აღარაფერი ხსენებულა, რამა დაინტერესებულ პირებ გაურკვევლობა გამოიწვია. AMD-მ განმარტა, რომ მესამე თაობის Ryzen Threadripper-ის გამოსვლა არ გადაუდი, თუმცა 16-ბირთვიანი მოდელის გამოსვლის საკითხი გადასახედი იყო, რასაც დრო დასჭირდა. 

 image.png

ამჯერად შედგა ახალი თაობის პროცესორების ანონსის მხოლოდ პირველი ფაზა: წარდგენილ იქნა 24-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3960X, რომლის ფასი 1399 აშშ დოლარია და 32-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3970X – 1999-დოლარიანი ფასით. პირველი მოდელის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 140 მბ-ა, სიხშირე - 3.8 - 4.5 გჰც. მეორე მოდელის ქეშ-მეხსიერება 144 მ, სამუშაო სხშირეების დიაპაზონი კი - 3,7 – 4,5 გჰც. ორივე პროცესორისთვის საერთოა ახალი Socket sTRX4, რომელიც საშუალებას იძლევა რეალიზდეს PCI Express 4.0 მხარდაჭერა AMD TRX40 ლოგიკის ნაკრების ბაზაზე. 

 image.png

ცენტრალურ პროცესორს აქვს 64-ხაზიანი PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა, თუმცა სამომხმარებლო საჭიროებისას ხელმისაწვდომია მხოლოდ 48, რადგანაც რვა მათგანი გამოიყენება ლოგიკის ნაკრებისთვის, კიდევ რვა კი სამომავლოდაა დარეზერვებული. თავად ჩიპსეტი TRX40-ს 24 PCI Express 4.0 ხაზი აქვს, მისი რვა დამატებითი ხაზიც რეზერვშია. ამრიგად, მთელ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 72 PCI Express 4.0, ფორმალურად კი 88. 

 image.png

ახალი პროცესორები გვევლინება, როგორც შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, ამიტომაც მათი სიჩქარის განხილვა და შედარება ხდება ისეთ სპეფიციკურ  აპლიკაციებში, როგორებიცაა Adobe Premier, Chaos Group V-Ray და Cinebench R20. Ryzen Threadripper 3960X-ისა და 3970X-ის უპირატესობის მაჩვენებელი Intel Core i9-9980XE-ზე 30-50 %-ით მეტია, ცალკეულ შემთხვევებში კი - 90 %-ით. ახალი პროცესორების შესახებ დეტალები უფრო ვრცლად 25 ნოემბერს გახდება ცნობილი და ამავე დღეს დაიწყება მათი გაყიდვაც. 

image.png

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.