Magdalena Posted November 7, 2019 Posted November 7, 2019 ნანკინის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს ეპიდერმისული საათი - თხელი დისპლეი, რომელიც ადამიანის კანზე მაგრდება. მასზე გამოსახული ციფრები საკმაოდ მკაფიოა და კარგად ჩანს მზის შუქზეც, ზეწოლა კი იმდენად მცირეა, რომ კანს არანაირ ზიანს არ აყენებს. საათი შექმნილია ელექტროლუმინესცენციური ფენის საფუძველზე, რომელიც სინათლის გამომასხივებელი მიკრონაწილაკებისგან შედგება. ისინი დატანილია წელვად დიელექტრიკულ მასალაზე, რომელიც განთავსებულია ვერცხლის ნანოძაფებისგან დამზადებულ ორ დრეკად ელექტროდს შორის. დიელექტრიკული მასალა კი დამზადებულია კერამიკის ნანონაწილაკებისგან, რომლებიც დამყარებულია რეზინის პოლიმერზე. მათ გააჩნიათ უნარი - მოახდინონ ელექტრონული ველის კონცენტრირება შესაბამისი მიმართულებით, შედეგად გამოსახულება უფრო მკვეთრი ხდება ნაკლები ძაბვის დროს. ჯერჯეობით წარმოდგენილია მხოლოდ საცდელი ნიმუში, თუმცა მკვლევარები თვლიან, რომ სამომავლოდ მსგავსი დისპლეების გამოყენება თავისუფლად იქნება შესაძლებელი მსუბუქ რობოტექნიკასა და ნეირონული კომპიუტერების ინტერფეისებში. https://hightech.fm/2019/11/06/stretchable-electronics-swatch
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now