Magdalena Posted November 7, 2019 Posted November 7, 2019 სააგენტო NASA-ს ექსპერტებმა შექმნეს ვარსკვლავური რუკა იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც თანამგზავრ TESS-ისგან მიიღეს. წარმოდგენილი ვიდეორგოლი აწყობილია 208 გამოსახულებისგან, რომლებიც TESS-ისგან მიღებულ იქნა წელიწადნახევრიანი მუშაობის პერიოდში. ამ კვლევითი მისიის ფარგლებში TESS-მა აღმოაჩინა 29 ახალი ეგზოპლანეტა და ათასზე მეტი სავარაუდო, დედამიწის მსგავსი ციური სხეული. NASA-მ ცა 13 სექტორად დაყო. რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ კომეტები მზის სისტემაში, ახალი ვარსკვლავების აფეთქებები და სუპერმასიური შავი ხვრელიც კი. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=150&v=P3KevBr4go4 ცის სამხრეთი ნაწილის რუკის შედგენის შემდეგ NASA დაიწყებს ანალოგიურ პროექტზე მუშაობას, რომელშიც ამჯერად ცის ჩრდილოეთი ნაწილი იქნება ასახული. ტელესკოპი 2018 წელს გაუშვეს ობსერვატორია Kepler-ის ჩანაცვლების მიზნით - თავისი ფუნქციონირების რვა წლის განმავლობაში Kepler-მა ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. ამჟამად მისი საწვავის მარაგი იწურება, უახლოეს პერიოდში ობსერვატორია მუშაობას შეწყვეტს. Kepler-ისგან განსხვავებით TESS კოსმოსის სხვადასხვა კუთხეს აკვირდება და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთს. მას აგრეთვე შეუძლია აღმოაჩინოს არა მხოლოდ მზის მსგავსი ობიექტები, არამედ მცირედ კაშკაშა ვარსკვლავებიც. ამ ტიპის ვარსკვლავებზე მეცნიერებმა ჯერჯერობით პრაქტიკულად არაფერი იციან მათზე დაკვირვების სირთულის გამო. https://hightech.fm/2019/11/06/nasa-tess
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now