Jump to content

Recommended Posts

Posted

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განკარგულება გასცა, რომლის თანახმადაც უნდა დასრულდეს ეროვნული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტესტირება 2020 წლისთვის. ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი ეროვნული ციფრული ლირას გამოშვება იგეგმება ყოველწლიური საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში 2020 წლისთვის. 

image.png 

„მომენტალური გადახდის“ ციფრული ლირას საპილოტე ვერსია 2020 წლის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს.  

ხელისუფლება გეგმავს შეიმუშაოს პროგრამული პლატფორმა ციფრული ვალუტის საფუძველზე. ცენტრალურ ბანკთან ერთად პროექტში ჩართული იქნება ტექნოლოგიური ინოვაციების ეროვნული სააგენტოც - თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური საბჭო - ასევე ცნობილი, როგორც TUBITAK. 

ციფრული ლირას გამოშვებას ქვეყანა მიიჩნევს ქვეყნის მიზნის შემადგენელ ნაწილად - გამყარდეს ადგილობრივი ეკონომიკა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოცემულია: 

„მთავარი მიზანია შეიქმნას ფინანსური სექტორი მძლავრი ინსტიტუციონალური სტრუქტურით, რომელიც შეძლებს დააკმაყოფილოს რეალური სექტორის დაფინანსების მოთხოვნები მინიმალური დანახარჯებით. ასევე, მომხმარებლებს შესთავაზოს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი, გახდეს ინვესტორებისთვის ვრცელი და სასურველი ბაზა საიმედო ინსტიტუტების ფონზე და მხარი დაუჭიროს სტამბულის მიზანს - იქცეს მიმზიდველ მსოფლიო ფინანსურ ცენტრად.“ 

ციფრული ლირას გამოშვება შედის 2019-2023 წლების ეკონომიკური გეგმის ფარგლებში. ხელისუფლება ასევე დაინტერესებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვით სატრანსპორტო-სასაზღვრო მიმართულებაში, აგრეთვე სახელისუფლებო სამსახურებსა და ადმნისტრირებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.