Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს LetsGoDigital-მა აღმოაჩინა სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics-ის საპატენტო დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილია საინტერესო მოწყოილობა - დრეკადი დისპლეის მქონე დასაკეცი ტელევიზორი. 

image.jpeg 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, პანელის კონსტრუქცია შემდეგნაირადაა მოწყობილი: დისპლეი დაიკეცება თანაბარი ინტერვალებით ხუთ ადგილას. 

კიდეები გაშლილ მდგომარეობაში ცენტრალური ნაწილისადმი გარკვული კუთხით თავსდება, შედეგად ფორმირდება რკალისებრი პანელის თავისებური ფორმა, რაც აძლიერებს გამოსახულების აღქმას. 

image.jpeg 

მოწყობილობის გვერდების შეფარდება 21:9-ზეა. ამგვარად, ტელევიზორი იდეალურად გამოდგება ფილმების ყურებისთვის. 

პანელის გვერდებზე გათვალისწინებულია სპეციალური მყარი ელემენტები, რომლებიც სადგამის ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, ისინი აკუსტიკური მოდულებიცაა და უზრუნველყოფს ხმის გადმოცემა. 

image.jpeg 

აღწერილი კონსტრუქციის ტელევიზორების კომერციულ ბაზარზე გამოსვლის შესახებ კომპანია არაფერს აცხადებს. დამკვირვებლების აზრით მსგავსი მოწყობილობის პროტოტიპები ესაძლოა წარდგენილ იქნენ მომავალ გამოფენა CES 2020-ზე, რომელიც 7-10 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.