Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

საფრანგეთი აპირებს დანერგოს საგანმანათლებლო მოდული საშუალო სკოლის უფროსკლასელთა სასწავლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას Bitcoin-ისა და კრიპტოვალუტების შესახებ. 

ივნისში ეროვნული განათლების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა სწავლების კურსში და მასში ჩართო მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა. დაგეგმილია, რომ ფრანგი პედაგოგები წაიყვანენ კურსს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეიტყობენ, თუ რა გავლენას ახდენს Bitcoin საფრანგეთისა და მსოფლიოს ეკონომიკაზე. 

გარდა ამისა, სამინისტრო პედაგოგებს აწვდის სამ საგანმანათლებლო ვიდეოს, რომლებშიც განხილულია ისეთი კითხვები, რგოორებიცაა - „არის თუ არა Bitcoin მომავლის ვალუტა? ჩაანაცვლებს თუ ვერა Bitcoin ევროს? ენდობით თუ არა თქვენს ვალუტას?“  

სამინისტროს გეგმის თანახმად, მოსწავლეებმა უნდა შეადარონ Bitcoin ფიატ ვალუტას, რითაც საბოლოო ჯამში მიიღწევა საბაზისო ცოდნა Bitcoin-ზე, კრიპტოვალუტებსა და მათ როლზე ტრადიციულ ფინანსურ სამყაროში. 

რადგანაც ეს გახლავთ მხოლოდ საბაზისო კურსი, მოსალოდნელი არ არის, რომ მოსწავლები საკლასო ოთახს დატოვებენ, როგორც სრულფასოვანი კრიპტო-ექსპერტები. ასეა თუ ისე, ახალგაზრდებისთვის კრიპტო-განათლების მიღება აქტუალური გახდება  უფრო მეტად მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტები მეტად ფართოდ გავრცელდება. 

საფრანგეთში კრიპტოვალუტების დანერგვის საკითხი წინ მას შემდეგ წამოიწია, რაც ფრანგულმა კრიპტო-სტარტაპმა Keplerk-მა განაახლა საქმიანობა ოქტომბერში, რათა მიიღოს BTC-გადახდები საფრანგეთის 5200-ზე მეტ თამბაქოს მაღაზიაში. 

სექტემბრის ბოლოს 25 ათასზე მეტმა სავაჭრო ობიექტმა, რომელთა შორისაა სპორტული ტანსაცმლის გიგანტი Decathlon და კოსმეტიკური კომპანია Sephora, განაცხადეს, რომ 2020 წლის დასაწყისში დიწყებენ Bitcoin-ით ანგარიშსწორებების მიღებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.