Magdalena Posted November 1, 2019 Posted November 1, 2019 პირველი გრაფიკული ამაჩქარებლები ახალი არქიტექტურა Navi RDNA-ს ბაზაზე გამოჩნდა 2019 წლის გაზაფხულზე. Radeon RX 5700 სერიის ვიდეო ბარათებმა NVIDIA-ს მსგავს პროდუქტებს გაუწიეს კონკურენცია და ამჟამად ისინი მყიდველებს შორის ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილებებია. NVIDIA-ს მხარეს RayTracing-ია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გეიმერებს სიჩქარე და გრაფიკის ხარისხი მეტად აინტერესებთ. ამჟამად მოსალოდნელია რამდენიმე ბიუჯეტური ვიდეო ბარათის გამოსვლა, რომლებიც NVIDIA-ს ჩიპების კონკურენტები გახდება. ექსპერტების აზრით მზარდი კონკურენცია დაკავშირებულია ახალი GeForce GTX 1660 SUPER-ის სერიის ვიდეო ბარათების გამოსვლასთან, რომლებიც წარმოადგენს შესანიშნავ შემოთავაზებას ფასი-ხარისხთან მიმართებაში. რაც შეეხება ახალ Navi RDNA არქიტექტურას, მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ორჯერ მცირე ფართობის კრისტალზე AMD-მ შეძლო მოეთავსებინა იგივე რაოდენობის (12.5 მლრდ) ტრანზისტორი, რამდენიცაა მოცემული Vega 10 არქიტექტურის წინა თაობის ჩიპებში. ამასთან, ახალი ვიდეო ბარათები უფრო სწრაფი და ენერგოეფექტურია. არსებობს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში Radeon RX 5700 სერია აპარატული RayTracing-ის მხარდაჭერას მიიღებს. გარდა ამისა, 2020 წლისთვის მოსალოდნელია ახალი ფლაგმანის გამოსვლა 7+ ნანომეტრიანი ტექნოპროცესითა და გაუმჯობესებული RDNA 2 არქიტექტურით. სწორედ იგი დაედება საფუძვლად PlayStation 4-სა და Xbox Scarlett-ის მომავალი თაობების კონსოლებს და გეიმერებს უზრუნველყოფს არა მარტო დაუჯერებელი სისწრაფით, არამედ ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის RayTracing-ით. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31285/amd-navi-rdna-luchshaya-arhitektura-dlya-gejmerov
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now