Magdalena Posted November 1, 2019 Posted November 1, 2019 კომპანია AAEON-მა რომელიც ASUS-ს ეკუთვნის, წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერი VPC-3350S - იგი განკუთვნილია საწარმოო და სატრანსპორტო სფეროებში გამოყენებისთვის. კომპიუტერი აწყობილია Intel Apollo Lake-ის პლატფორმაზე. საბაზისო კონფიგურაცია მოიცავს Atom x5-E3940 პროცესორს ოთხი ბირთვითა და 1,6–1,8 გჰც სიხშირით. ოფციურად აგრეთვე შესაძლებელია დაყენდეს ჩიპი Pentium N4200, Celeron N3350 ან Atom x7-E3950. მოწყობილობის მეხსიერების მაქსიმალური მოცულობაა 8 გიგაბაიტი, მეხსიერების დაშვებული სტანდარტია DDR3L. გათვალისწინებულია სივრცე ერთი, 2.5-დუიმიანი SATA ინტერფეისის მქონე დისკისთვის. კომპიუტერს არ აქვს ქულერი - კორპუსის ჭრილებიანი ზედაპირი ასრულებს რადიატორის ფუნქციას. მოწყობილობის გაბარიტები 160 × 134 × 62 მილიმეტრია. მინი კომპიუტერის განსაკუთრებული მახასიათებელია ოთხი PoE LAN პორტი. ხელმისავწდომ კონექტორებს შორისაა აგრეთვე დამატებითი ქსელური GbE პორტი, HDMI ინტერფეისი, ორი USB 3.0 პორტი, DP ინტერფეისი და აუდიოკონექტორი. ასევე ხელმისაწვდომია SIM-ბარათის ორი სლოტი. საწარმოო კომპიუტერ AAEON VPC-3350S-ის ფასი 356 აშშ დოლარიდან იწყება. https://servernews.ru/996611 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.