Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AAEON-მა რომელიც ASUS-ს ეკუთვნის, წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერი VPC-3350S - იგი განკუთვნილია საწარმოო და სატრანსპორტო სფეროებში გამოყენებისთვის. 

კომპიუტერი აწყობილია Intel Apollo Lake-ის პლატფორმაზე. საბაზისო კონფიგურაცია მოიცავს Atom x5-E3940 პროცესორს ოთხი ბირთვითა და 1,6–1,8 გჰც სიხშირით. ოფციურად აგრთვე შესაძლებელია დაყენდეს ჩიპი Pentium N4200, Celeron N3350 ან Atom x7-E3950.  

მოწყობილობის მეხსიერების მაქსიმალური მოცულობაა 8 გიგაბაიტი, მეხსიერების დაშვებული სტანდარტია DDR3L. გათვალისწინებულია სივრცე ერთი, 2.5-დუიმიანი SATA ინტერფეისის მქონე დისკისთვის. 

image.jpeg 

კომპიუტერს არ აქვს ქულერი - კორპუსის ჭრილებიანი ზედაპირი ასრულებს რადიატორის ფუნქციას. მოწყობილობის გაბარიტები 160 × 134 × 62 მილიმეტრია. 

მინი კომიუტერის განსაკუთრებული მახასიათებელია ოთხი PoE LAN პორტი. ხელმისავწდომ კონექტორებს შორისაა აგრეთვე დამატებით ქსელური GbE პორტი, HDMI ინტერფეისი, ორი USB 3.0 პორტი, DP ინტერფეისი და აუდიოკონექტორი. ასევე ხელმისაწვდომია SIM-ბარათის ორი სლოტი. 

image.jpeg 

საწარმოო კომპიუტერ AAEON VPC-3350S-ის ფასი 356 აშშ დოლარიდან იწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.