Magdalena Posted October 31, 2019 Posted October 31, 2019 კომპანია Hyundai-მ წარადგინა სატვირთო HDC-6 Neptune-ისა და ეკოლოგიურად სუფთა ნახევრადმისაბმელიანი HT Nitro ThermoTech-ის კონცეპტი, რომელიც წყალბადის საწვავზე მუშაობს. სატვირთოს შემუშავებისას Hyundai-ს ინჟინრები შთაგონებულნი იყვნენ 1940-1950-იანი წლების არ-დეკო სტილით, ამიტომ Neptune და HT Nitro ThermoTech ამ სტილის მიმართულებითაა შექმნილი. ტრადიციული დიზელის ძრავის ნაცვლად Neptune-ში გამოყენებულია საწვავ ელემენტებზე მომუშავე ტრანსმისია, რომელიც Hyundai-ს ქროსოვერებისგანაა მიღებული. სატვირთოს წინა ნაწილზე განთავსებულია დიდი, მომრგვალებული, ჭრილებიანი ბამპერი, საიდანაც ბატარეასა და საწვავ ელემენტებში ჰაერი შეიწოვება. ნახევრადმისაბმელიანი T Nitro ThermoTech-ის დიზაინი მძღოლს საშუალებას აძლებს აკონტროლოს ტემპერატურა სალონში კრიოგენული აზოტის სისტემის წყალობით. ჯერჯერობით კომპანია არ ახმაურებს როდის გამოვა ახალი ტრანსპორტი ბაზარზე. https://hightech.fm/2019/10/30/hyundai-neptune
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now