Magdalena Posted October 31, 2019 Posted October 31, 2019 კომპანია Hyundai-მ წარადგინა სატვირთო HDC-6 Neptune-ისა და ეკოლოგიურად სუფთა ნახევრადმისაბმელიანი HT Nitro ThermoTech-ის კონცეპტი, რომელიც წყალბადის საწვავზე მუშაობს. სატვირთოს შემუშავებისას Hyundai-ს ინჟინრები შთაგონებულნი იყვნენ 1940-1950-იანი წლების არ-დეკო სტილით, ამიტომ Neptune და HT Nitro ThermoTech ამ სტილის მიმართულებითაა შექმნილი. ტრადიციული დიზელის ძრავის ნაცვლად Neptune-ში გამოყენებულია საწვავ ელემენტებზე მომუშავე ტრანსმისია, რომელიც Hyundai-ს ქროსოვერებისგანაა მიღებული. სატვირთოს წინა ნაწილზე განთავსებულია დიდი, მომრგვალებული, ჭრილებიანი ბამპერი, საიდანაც ბატარეასა და საწვავ ელემენტებში ჰაერი შეიწოვება. ნახევრადმისაბმელიანი T Nitro ThermoTech-ის დიზაინი მძღოლს საშუალებას აძლებს აკონტროლოს ტემპერატურა სალონში კრიოგენული აზოტის სისტემის წყალობით. ჯერჯერობით კომპანია არ ახმაურებს როდის გამოვა ახალი ტრანსპორტი ბაზარზე. https://hightech.fm/2019/10/30/hyundai-neptune Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.