Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI- დააანონსა პორტატული კომპიუტერი Prestige 14-ის ახალი ვერსია: თეთრი ლეპტოპი ალუმინის კორპუსით. 

„თოვლივით თეთრი კორპუსის შექმნა მარტივი ამოცანა არ გახლავთ, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალი Prestige 14-ის ზედაპირი წინა თაობის მოდელებისგან განსხვავებით მატირებულია, მქრქალი, და არა პრიალა“ - აცხადებს კომპანია. 

image.jpeg 

image.jpeg 

ლეპტოპის დამზადებისას გამოყენებულ იქნა მაღალტემპერატურული გამოწვის მეთოდი, რომელიც ძრითადად საავტომობილო მრეწველობაში გამოიყენება. მომხმარებლების გადმოსახედიდან ლეპტოპის ვიზუალური და ტაქტილური ხარისხი წინა ვარიანტებს აღემატება. კორპუსის ფერის შეცვლის თავიდან არიდების მიზნით ზედაპირი დამუშავებულია სპეციალური სამფენიანი საფარით. MSI აცხადებს, რომ ზედაპირი ხანგრძლივმოქმედია და გამძლეა ნაკაწრებისადმი 

image.jpeg 

კომპიუტერს აქვს 14-დუიმიანი Truel Pixel დისპლეი 4K UHD გაფართოებით. ვიდეო ქვესისტემაში გამოყენებულია ამაჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1650  Max-Q 4 გბ GDDR5 მეხსიერებით. 

image.jpeg 

კომპონენტებიდან მოცემულია მეათე თაობის Intel Core i7, 16 გბ LPDDR3-2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, M.2 SSD, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები და განათების მქონე კლავიატურა. 

ლეპტოპში ხელმისაწვდომია ორი პორტი USB Type-C (USB 3.2 Gen2 / DP / Thunderbolt 3) და ორიც USB Type-A პორტი. მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 319 × 215 × 15,9 მილიმეტრს, წონა - 1.29 კილოგრამს. ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 10 საათი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.