Jump to content

Recommended Posts

Posted

MIT-ის მეცნიერებმა წარადგინეს რობოტი-კუბიკები, რომლებსაც შეუძლიათ მანევრირება, ერთიან რობოტად აწყობა, ხტუნვა და დამოუკიდებლად სხვადასხვა რთული ფორმის შექმნა. ათეულობით ამგვარ რობოტს შეუძლია ერთმანეში ინფორმაციის გაცვლა სპეციალური შტრიხ-კოდების მეშვეობით, რომლებიც დატანილია თითოეულ მათგანში. 

თითოეული M-Block შეიცავს ქანქარას, რომელიც 20 ათასი ბრ/წთ სიჩქარით ტრიალებს, ასევე მაგნიტებს, რომლებიც განთავსებულია კუბის ყველა კიდესა და ფრონტალურ ნაწილზე. შედეგად მოწყობილობას შეუძლია ხტუნვა და ბრუნვა, აგრეთვე სხვა ბლოკებზე მიწებება. ამგავრად შეუძიათ მათ ახალი სტრუქტურის ფორმირებისთვის გაერთიანება. 

„სხვა რობოტიზებულ სისტემებს გადაადგილების გაცილებით რთული მექანიზმები აქვთ, რისთვისაც მრავალჯერადი ეტაპის გავლა უწევთ, ჩვენი სისტემა კი უფრო მასშტაბირებადი და ეკონომიურია“  - აცხადებს პროექტის ავტორი. – „ჩვენი მიდგომის უნიკალურობა იმაშ გამოიხატება, რომ სისტემა არის იაფი, საიმედო და პოტენციურად შესაძლებელია მისი მასშტაბირება მილიონ მოდულამდე“. 

image.jpeg 

თითოეულ მოდულს შეუძია 24 განსხვავებული მიმართულებით გადაადგილება ისე, რომ გადალახოს დაბრკოლება და თავი აარიდოს შეჯახებას. სიახლე ის გახლავთ, რომ მოწყობილობებს ერთმანეთთან კოდებით „საუბარი“ შეუძლიათ. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მეთოდი უფრო სანდოა, ვიდრე ინფრაწითელი სინათლის ან რადიოტალღების გამოყენება. 

სამომავლოდ დაგეგმილია გაცილებით რთული კონსტრუქციის შექმნა, რომელსაც გაუმჯობესებული შესაძლებლობები ექნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.