Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოვალუტებში დეპოზიტებისა და ფიუჩერსების შესანახი სავაჭრო პლატფორმა Bakkt აცხადებს, რომ მალე ჩაერთვება მობილურ გადახდებში თავისი სამომხმარებლო აპლიკაციის მეშვეობით. 

28 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების თანახმად Bakkt გააგრძელებს წარმატებულ ვაჭრობას Bitcoin-ფიუჩერსებით თავისი აპლიკაციის გამოყენებით. კომპანიის წარმომადგენლების თქმით აპლიკაცია მომხმარებლებს დაეხმარება „აღმოაჩინონ ციფრული აქტივების ფასეულობები, აგრეთვე მეთოდები, რომელთა მეშვეობით შეძლებენ გარიგებების შესრულებასა და მათთვის თვალყურის დევნებას. 

image.png 

მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის ფუნქციები და მახასიათებლები ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, „ყავის იმპერია“ Starbucks აღმოჩნდა პირველი მსხვილი კომპანია, რომელიც ახალი საგადახდო აპლიკაციით ისარგებლებს. Starbucks-ის გადახდებისა და პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტმა Maria Smith-მა განაცხადა: 

საცალო ვაჭრობის ფლაგმანური კომპანია Starbucks შეასრულებს მნიშვნელოვან როლს მომხმარებლებისთვის პრაქტიკული, სანდო და რეგულირებული აპლიკაციების შემუშავებაში, რათა მათ მოახდინონ თავისი ციფრული აქტივების კონვერტაცია აშშ დოლარებში და ისინი Starbucks- ში გამოიყენონ.” 

Bakkt– ის განცხადება მიუთითებს ციფრული აქტივების ადგილობრივ საგადახდო სისტემებად გადაქცევის დაჩქარების სურვილზე. მექანიზმი, რომელსაც Bakkt გამოიყენებს ციფრული აქტივების გაცვლისათვის სავაჭრო წერტილებში, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. სმითმა ახსენა Starbucks Rewards-ის 15 მილიონი მონაწილე, რომლებიც საგადახდო სისტემის შაბლონს გამოიყენებენ, თუმცა ოპერაციები, რომლებიც კონკურენციას უწევენ საცალო ვაჭრობას, სხვადასხვა სახის პრობლემას აჩენს. 

Bakkt ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაკავებული იყო. სექტემბერში კომპანიამ თავის პლატფორმაზე გახსნა ფიზიკურად მიწოდებული Bitcoin-ფიუჩერსების ვაჭრობა. 

24 ოქტომბერს,  BTC- ფიუჩერსული ხელშეკრულებებით ვაჭრობის ყველა დროის რეკორდული დონის მიღწევის შემდეგ, Bakkt-მა გამოაცხადა, რომ იგი დეკემბერში დაიწყებს სრულად რეგულირებადი BTC-ფიუჩერსების option-ებით ვაჭრობას. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.