Magdalena Posted October 28, 2019 Posted October 28, 2019 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPR) პრეზიდენტი ვედერ დი მაურო დარწმუნებულია, რომ მარეგულირებელი ორგანოები არ დაუშვებენ Facebook-ის პროექტ Libra-ს ამოქმედებას - იტყობინება CNBC. “იმან, რაც Libra-მ გააკეთა, ცენტრალური ბანკები შეაშფოთა“ - ხაზი გაუსვა დი მაურომ. მისი თქმით, მონეტარული მარეგულირებელი ორგანოები არ მოელოდნენ, რომ ასე სწრაფად გამოჩნდებოდა კერძო კომპანიის მიერ შექმნილი კერძო ვალუტა. „სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით, არც არაფერი მოხდება. რადგანაც, როგორც ვიცი, მარეგულირებლები ამბობენ, რომ ამას არ დაუშვებენ“. თუმცა მეორე მხრივ დი მაურო დარწმუნებულია, რომ მალე გამოჩნდება ისეთი ციფრული ვალუტები, რომლებიც გამოშვებული იქნება როგორც კერძო კომპანიების, ასევე თავად ბანკების მიერ. „თუკი ცენტრალური ბანკები გაერთიანდებიან, შეძლებენ გლობალური ვალუტის გამოშვებას“ - განაცხადა CEPR-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ კონგრესის წინაშე გამოსვლის წინ მარკ ცუკერბერგმა განაცხადა - Facebook გამოვა Libra-ს ასოციაციიდან, თუკი პროექტი მოქმედებაში შევა მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის გარეშე. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინური გიგანტი Tencent Libra-ში სერიოზულ საფრთხეს ხედავს საგადახადო სისტემების - WeChat Pay-სა და Alipay-სთან მიმართებაში. https://forklog.com/mnenie-regulyatory-ne-dopustyat-zapuska-libra/
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now