Magdalena Posted October 28, 2019 Posted October 28, 2019 ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ სამომავლო სერვერულ 10-ნანომეტრიან Ice Lake-SP პროცესორებს 26 ბირთვზე მეტი არ ექნებოდათ. 14-ნანომეტრიანი Cooper Lake-SP სერიის პროცესორებს აქვთ 48 ბირთვი, თუმცა არ უზრუნველყოფენ PCI Express 4.0-ის მხარდაჭერას Lake-SP-ისგან განსხვავებით. როგორც უკვე ვიცით, Intel-ის ხელმძღვანელობამ 10-ნანომეტრიანი Ice Lake-SP-ის დებიუტი გადადო 2020 წლის მეორე ნახევრამდე. ამჟამად კი გახმაურდა ცნობები, რომლის თანახმადაც ეს გადავადება პროცესორებს სასარგებლოდ წაადგა. ინტერნეტ-წყაროები აქტიურად განიხილავენ და გვიზიარებენ დოკუმენტებს, სადაც აღწერილია Ice Lake-SP პროცესორების მახასიათებლები და მათი ანონსის თარიღი - 2020 წლის მესამე კვარტალი. აგრეთვე მოხსენიებულია 38 ბირთვის არსებობა P+ (LGA 4189) სოკეტის მქონე პროცესორში. პროცესორების სიხშირეებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერი ითქმის, თუმცა ფაქტია, ბირთვების რაოდენობა გაიზარდა გაზაფხულის ანონსთან შედარებით. აღვნიშნავთ, რომ კომპანია Intel თავისი Ice Lake-SP სერიის წარმოების შეფერხების მიზეზად ასახელებს აუცილებლობას - დარეგულირდეს შიდა კონკურენცია და თანაბრად გადანაწილდეს სადებიუტო მოწყობილობების წილი სერვერულ ბაზარზე მთელი 2020 წლის განმავლობაში. თუმცა, რაღა თქმა უნდა, არსებობს კონსპირაციული მოსაზრება, რომ Intel-ს უბრალოდ სურს დრო მოიგოს, რათა გააუმჯობესოს მახასიათებლები თავის 10-ნანომეტრიან პროცესორებში. https://overclockers.ru/hardnews/show/99941/otsrochka-poshla-na-polzu-processory-intel-ice-lake-sp-predlozhat-do-38-yader Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.