Jump to content

Recommended Posts

Posted

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ სამომავლო სერვერულ 10-ნანომეტრიან Ice Lake-SP პროცესორებს 26 ბირთვზე მეტი არ ექნებოდათ. 14-ნანომეტრიანი Cooper Lake-SP სერიის პროცესორებს აქვთ 48 ბირთვი, თუმცა არ უზრუნველყოფენ PCI Express 4.0-ის მხარდაჭერას Lake-SP-ისგან განსხვავებით. 

image.png 

როგორც უკვე ვიცით, Intel-ის ხელმძღვანელობამ 10-ნანომეტრიანი Ice Lake-SP-ის დებიუტი გადადო 2020 წლის მეორე ნახევრამდე. ამჟამად კი გახმაურდა ცნობები, რომლის თანახმადაც ეს გადავადება პროცესორებს სასარგებლოდ წაადგა. 

ინტერნეტ-წყაროები აქტიურად განიხილავენ და გვიზიარებენ დოკუმენტებს, სადაც აღწერილია Ice Lake-SP პროცესორების მახასიათებლები და მათი ანონსის თარიღი - 2020 წლის მესამე კვარტალი. აგრეთვე მოხსენიებულია 38 ბირთვის არსებობა P+ (LGA 4189) სოკეტის მქონე პროცესორში. პროცესორების სიხშირეებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერი ითქმის, თუმცა ფაქტია, ბირთვების რაოდენობა გაიზარდა გაზაფხულის ანონსთან შედარებით. 

ღვნიშნავთ, რომ კომპანია Intel თავისი Ice Lake-SP სერიის წარმოების შეფერხების მიზეზად ასახელებს აუცილებლობას - დარეგულირდეს შიდა კონკურენცია და თანაბრად გადანაწილდეს სადებიუტო მოწყობილობების წილი სერვერულ ბაზარზე მელი 2020 წლის განმავლობაში. თუმცა, რაღა თქმა უნდა, არსებობს კონსპირაციული მოსაზრება, რომ Intel-ს უბრალოდ სურს დრო მოიგოს, რათა გააუმჯობესოს მახასიათებლები თავის 10-ნანომეტრიან პროცესორებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.