Jump to content

Recommended Posts

Posted

მოწინავე თავდაცვითი პროექტების სააგენტომ (DARPA) რვა კომპანიასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის თანახმადაც საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოცდა ვირტუალურ საჰაერო ბრძლებში. გამოცდის მთავარი მიზანია შედგეს სისტემისადმი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც გამოიყენებენ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებში - ნათქვამია DARPA-ს განცხადებაში. 

DARPA საბრძოლო დრონებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე 2019 წლის მაისიდან მუშაობს. ტენდერის პირობების მიხედვით სისტემას უნდა შეეძლოს სწავლა-ათვისება ადამიანი-პილოტის ანალოგიურად: დაიწყოს მარტივი მანევრირებითა და ეტაპობრივად მიაღწიოს უმაღლესი პილოტაჟის დონეს. 

image.jpeg 

პროექტში მონაწილეები მოელიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის პროცესის წარმართვას ადამიანზე უკეთ შეძლებს და პილოტს დატვირთვას შეუმსუბუქებს - ადამიან-პილოტს მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს უფრო მასშტაბური დავალებების შემთხვევაში. 

2019 წლის ბოლომდე სააგენტო აპირებს ჩაატაროს საჰაერო საბრძოლო სისტემის წინასწარი ტესტირებები ვირტუალურ რეალობაში. გამოცდაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კომპანიები: Aurora Flight Sciences, EpiSCI, Heron Systems, Lockheed Martin, Perspecta Labs, physicsAI, SoarTech და ჯორჯიას ტექნოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი. 

ტესტირება ჩატარდება ავიატრენაჟორ FlightGear-ზე, ახადებს DARPA. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.