Jump to content

Recommended Posts

Posted

შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია კრიპტოსავალუტო ბაზრის მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის სულ უფრო ნაკლებ შემთხვევას აფიქსირებს. ამის შესახებ ისაუბრა კომისიის ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა, გვატყობინებს Bloomberg Law. 

ვაშინგტონში გამართულ ფინანსური ტექნოლოგიების კონფერენციაზე კლეიტონმა განაცხადა, რომ კრიპტოსაზოგადოებამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა იმის გააზრებაში, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ფასიანი ქაღალდების კანონები ციფრულ აქტივებთან მიმართებაში. 

image.jpeg 

მისი თქმით 2017-2018 წლებში არსებული კრიპტოების ბუმის პერიოდში უამრავი დარღვევა ხდებოდა ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის კუთხით. უამრავი კრიპტოკომპანია თვლიდა, რომ შეეძლოთ დაეგროვებინათ თანხა, თუკი ურალოდ აღწერდნენ თავიანთ იდეებს და არ გაამხელდნენ თავიანთ კამპანიაში არსებული მონაწილეების შესახებ ინფორმაციას. 

„მგონი არც ერთ მათგანს კანონმდებლობა არ შეუსწავლია“ - განაცხადა კლეიტონმა. მან აგრთვე აღნშნა, რომ SEC არ არის ICO-ებისა და სხვა კრიპტოსავალუტო fundrising-ის წინააღმდეგი. თუმცა ასეთი პროექტები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ სააგენტოში ან მიიღონ კამპანიის განხორციელების ნებართვა შესაბამისი წესების მიხედვით. 

თქვენ ვერ შეძლებთ თანხის განაწილებას საცალო ინვესტორთა ფართო სპექტრს შორის, თუკი არ იმოქმედებთ კანონების შესაბამისად“ - ხაზი გასვა მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჯეი კლეიტონმა განაცხადა, რომ Bitcoin-ს მეტი რეგულირება სჭირდება მსხვილ ბირჟებზე ლისტინგისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.