Magdalena Posted October 25, 2019 Posted October 25, 2019 შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია კრიპტოსავალუტო ბაზრის მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის სულ უფრო ნაკლებ შემთხვევას აფიქსირებს. ამის შესახებ ისაუბრა კომისიის ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა, გვატყობინებს Bloomberg Law. ვაშინგტონში გამართულ ფინანსური ტექნოლოგიების კონფერენციაზე კლეიტონმა განაცხადა, რომ კრიპტოსაზოგადოებამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა იმის გააზრებაში, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ფასიანი ქაღალდების კანონები ციფრულ აქტივებთან მიმართებაში. მისი თქმით 2017-2018 წლებში არსებული კრიპტოების ბუმის პერიოდში უამრავი დარღვევა ხდებოდა ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის კუთხით. უამრავი კრიპტოკომპანია თვლიდა, რომ შეეძლოთ დაეგროვებინათ თანხა, თუკი უბრალოდ აღწერდნენ თავიანთ იდეებს და არ გაამხელდნენ თავიანთ კამპანიაში არსებული მონაწილეების შესახებ ინფორმაციას. „მგონი არც ერთ მათგანს კანონმდებლობა არ შეუსწავლია“ - განაცხადა კლეიტონმა. მან აგრთვე აღნიშნა, რომ SEC არ არის ICO-ებისა და სხვა კრიპტოსავალუტო fundrising-ის წინააღმდეგი. თუმცა ასეთი პროექტები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ სააგენტოში ან მიიღონ კამპანიის განხორციელების ნებართვა შესაბამისი წესების მიხედვით. „თქვენ ვერ შეძლებთ თანხის განაწილებას საცალო ინვესტორთა ფართო სპექტრს შორის, თუკი არ იმოქმედებთ კანონების შესაბამისად“ - ხაზი გაუსვა მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჯეი კლეიტონმა განაცხადა, რომ Bitcoin-ს მეტი რეგულირება სჭირდება მსხვილ ბირჟებზე ლისტინგისთვის. https://forklog.com/glava-sec-uchastniki-rynka-kriptovalyut-stali-rezhe-narushat-zakony-o-tsennyh-bumagah/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.