Magdalena Posted October 25, 2019 Posted October 25, 2019 კომპანია Samsung Electronics-მა ღონისძება Samsung Tech Day 2019-ზე წარადგინა ორი ახალი პროდუქტი მომავლის ფლაგმანებისთვის - ტოპ კლასის მობილური პროცესორი Exynos 990 და მოდემი 5G Exynos Modem 5123. ორივე მათგანი დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, ასევე გამოყენებულია ტექნოლოგია Extreme Ultra-Violet (EUV) - ულტრაიისფერი ფოტოლითოგრაფია. ჩიპ Exynos 990-ს სამკლასტერიანი არქიტექტურა აქვს. იგი შეიცავს ბლოკს ორი custom-იზებული ბირთვით, ბლოკს ორი Cortex-A76 ბირთვით და კიდევ ერთ ბლოკს, რომელშიც მოცემულია ოთხი Cortex-A55 ბირთვი. ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია კონტროლერი Mali-G77 MP11. პროცესორის შემადგენლობაში შედის ორბირთვიანი NPU მოდული, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დაჩქარებაზე. ჩიპი უზრუნველყოფს WQUXGA (3840 × 2400 პიქსელი) და 4K UHD (4096 × 2160 პიქსელი) გაფართოების მქონე დისპლეების მხარდაჭერას. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 108 მილიონპიქსელიანი ოდინარული კამერა ან ორი მოდული 24.8+24.8 მეგაპიქსელიანი კონფიგურაციით. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესორი უზრუნველყოფს UFS 3.0 და UFS 2.1 ფლეშ-მოდულების მხარდაჭერას, ასევე LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების და 8K 30fps ან 4K UHD 120fps ფორმატის ვიდეომასალების მხარდაჭერას. მოდემ 5G Exynos Modem 5123-ს აქვს 5G კავშირის მხარდაჭერა 7 გიგაჰერცამდე სიხშირის დიაპაზონსა და მილიმეტრული ტალღების სპეტრში. პირველ შემთხვევაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ შესაძლებელია მიაღწიოს 5.1 გბიტ/წმ-ს, მეორეში კი - 7.35 გბიტ/წამს. ამას გარდა, ახალ მოდემს გააჩნია პრაქტიკულად ყველა არსებული სტანდარტის მხარდაჭერა. ესენია 2G GSM/CDMA, 3G WCDMA, TD-SCDMA, HSPA და 4G LTE. ახალი ჩიპები საფუძვლად დაედება Samsung-ის სამომავლო ფლაგმანურ სმარტფონებს - Galaxy S11 სერიის მოწყობილობებს, რომელთა ანონსი მომდევნო წლის დასაწყისში შედგება. https://3dnews.ru/996142 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.