Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung Electronics-მა ღონისძება Samsung Tech Day 2019-ზე წარადგინა ორი ახალი პროდუქტი მომავლის ფლაგმანებისთვის - ტოპ კლასის მობილური პროცესორი Exynos 990 და მოდემი 5G Exynos Modem 5123. 

image.jpeg 

ორივე მათგანი დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, ასევე გამოყენებულია ტექნოლოგია Extreme Ultra-Violet (EUV) - ულტრაიისფერი ფოტოლითოგრაფია. 

ჩიპ Exynos 990-ს სამკლასტერიანი არქიტექტურა აქვს. იგი შეიცავს ბლოკს ორი custom-იზებული ბირთვით, ბლოკს ორი Cortex-A76 ბირთვით და კიდევ ერთ ბლოკს, რომელშიც მოცემულია ოთხი Cortex-A55 ბირთვი. ტაქტის სიხშირეები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. 

image.jpeg 

გრაფიკის დამუშავებზე პასუხისმგებელია კონტროლერი Mali-G77 MP11. პროცესორის შემადგენლობაშ შედის ორბირვიანი NPU ოდული, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დაჩქარებაზე. 

ჩიპი უზრუნველყოფს WQUXGA (3840 × 2400 პიქსელი) და 4K UHD (4096 × 2160 პიქსელი) გაფართოების მქონე დისპლეების მხარდაჭერას. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 108 მილიონპიქსელიანი ოდინარული კამერა ან ორი მოდული 24.8+24.8 მეგაპიქსელიანი კონფიგურაციით. 

image.jpeg 

აღსანიშნავია ისიც, რომ პროცესორი უზრუნველყოფს UFS 3.0 და UFS 2.1 ფლეშ-მოდულების მხარდაჭერას, ასევე LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების და 8K 30fps ან 4K UHD 120fps ფორმატის ვიდეომასალების მხარდაჭერას. 

მოდემ 5G Exynos Modem 5123-ს აქვს 5G კავშირის მხარდაჭერა 7 გიგაჰერცამდე სიხშირის დიაპაზონსა და მილიმეტრული ტალღების სპეტრში. პირველ შემთხვევაშ მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ შესაძლებელია მიაღწიოს 5.1 გბიტ/წმ-ს, მეორეში კი - 7.35 გბიტ/წამს. 

image.jpeg 

ამას გარდა, ახალ მოდემს გააჩნია პრაქტიკულად ყველა არსებული სტანდარტის მხარდაჭერა. ესენია 2G GSM/CDMA, 3G WCDMA, TD-SCDMA, HSPA და 4G LTE. 

ახალი ჩიპები საფუძვლად დაედება Samsung-ის სამომავლო ფლაგმანურ სმარტფონებს - Galaxy S11 სერიის მოწყობილობებს, რომელთა ანონსი მომდევნ წლის დასაწყისში შედგება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.