Jump to content

Recommended Posts

Posted

აეროკოსმოსური სააგენტო NASA გვატყობინებს, რომ ტელესკოპ „ჯეიმს უებმა“ (James Webb Space Telescope) კონსტრუქციის უმნიშვნელოვანესი გამოცდის ეტაპი გაიარა.

3.jpg

დასახელებული აპარატი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი და უმძლავრესი ორბიტალური ობსერვატორია იქნება: მისი შემადგენელი სარკის ზომა 6,5 მეტრია. ტელესკოპის კოსმოსში გაშვება ბევრჯერ გადაიდო: ბოლო ინფორმაციით მისიის შესრულება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

ტელესკოპის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია უზარმაზარი, ხუთშრიანი სითბური ეკრანი, რომლის ზომაც ჩოგბურთის კორტისხელა იქნება. ეს ეკრანი აუცილებელია იმისათვის, რომ აპარატი მზის გამოსხივებისგან დაიცვას: სარკის ტემპერატურა შენარჩუნებული იქნება -220 გრადუსს ქვემოთ, რათა მოწყობილობამ შეძლოს ინფრაწითელი გამოსხივების დიაპაზონში მუშაობა.

4.jpg

სწორედ ხსენებული ეკრანის შემოწმება მოხდა ტესტირების ამჟამინდელ ეტაპზე, რამაც წარმატებით ჩაიარა. ეკრანი გაიხსნა და გაიშალა ობსერვატორიის ბორტზე არსებული სისტემების მეშვეობით.

ამრიგად, ტელესკოპი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მოსალოდნელი ამოქმედების ეტაპს. აპარატმა უამრავი სახის დავალებას შორის ასევე უნდა გამოიკვლიოს მზის სისტემაში არსებული ობიექტები, დაკავდეს ეგზოპლანეტების ძიებით და ეძებოს სამყაროში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები.

https://3dnews.ru/996008

 

3.jpg

Posted

ამის გაშვებას მომასწრო და :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.