Jump to content

Recommended Posts

Posted

1.jpg

Horizen-ის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს Sidechain-ის უნიკალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ანტრეპრენერებსა და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად შექმნან თავიანთი ბლოკჩეინი. დღევანდელი სიახლის წყალობით შეიტყობთ დეცენტრალიზებული, პროგრამირების ენებისგან თავისუფალი Sidechain-ის არქიტექტურის შესახებ.

Horizen-ის Sidechain Alpha - ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს აპლიკაციებით გაჯერებული სივრცე, რომელიც წარმოაჩენს ბლოკჩეინის უპირატესობებს, მათ შორის კონფიდენციალურობასა და დეცენტრალიზაციას. Horizen დაფუძნებულია ადამიანს ბუნებრივ უფლებებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებზე. ახალი მიმართულება Horizen-ს განუსაზღვრელ საშუალებებს მიანიჭებს პროექტირებისთვის, უფრო მტკიცედ გაუკვალავს გზას პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვასა და თავისუფლებას.

Horizen-ის Sidechain-ის არქიტექტურა მოიცავს მოდულურ პროტოკოლს, ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ნებისმიერი სახის წესი დაინერგოს Sidechain-ის სახით - იქნება ეს ბლოკჩეინი თუ სხვა სახის გამომთვლელი სისტემები. Horizen-ის mainchain-ის ფუნქცია განკუთვნილია ძირითადი წესებისა და ფასეულობების დაცვისთვის.

სისტემის მოდულურობა უზრუნველყოფს უზარმაზარ მასშტაბირებას, აპლიკაციების დაპროექტების თავისუფლებასა და მოქნილობას. ნებისმიერი კომპონენტი განიცდის ცვლილებას დროთა განმავლობაში, თუკი ინტერფეისი სტანდარტებს შეესაბამება.

2.jpg

Horizen Whitepaper 2.0

Horizen-მა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა მას შემდეგ, რაც 2017 წლის მაისში ZenCash პირველად გამოჩნდა. ამ ევოლუციას აჩქარებს ჩვენი ტექნოლოგიური საზღვრების გაფართოება და იმ სივრცის ცვლილებები, რომელშიც ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენი Sidechain-ის  ამოქმედების გარდა მოხარულნი ვართ, აღვნიშნოთ ახალი ტექნიკური დოკუმენტის გამოშვებაც - ეს გახლავთ ბლოკჩეინ პლატფორმა სრულიად კონფიგურირებადი დეცენტრალიზებული აპლიკაციებით.

ჩვენ ვქმნით მასშტაბირებად უნივერსალურ ბლოკჩეინ-სისტემას ჯაჭვებს შორის ტრანსფერის ახალი პროტოკოლით (Cross-Chain Transfer Protocol), რომელიც უზრუნველყოფს Sidechain-ის შეუზღუდავ და მთლიანად დეცენტრალიზებულ ეკოსისტემას.

ტექნიკური დოკუმენტი შეიცავს სრულ ინფორმაციას ეკოსისტემის თითოეულ კომპონენტზე.

Horizen-ის პლატფორმა

Horizen-ის ახალი ტიპის პლატფორმა ბლოკჩეინის ბაზაზე - ეს გახლავთ რევოლუციური სისტემა, რომელიც უსასრულოდ განიცდის მასშტაბირებას და სრულიად კონფიგურირებადია მოთხოვნებზე. ჩვენი Sidechain ანტრეპრენერებს სთავაზობს ინსტრუმენტების ნაკრებს ბლოკჩეინის დანერგვისთვის. მათში გამოყენებულია კონპენსირებული ნოუდების ქსელი და ტექსტური ინსტრუმენტების ნაკრები კონფიდენციალურობის შენარჩუნების უზრუნველყოფისთვის.

ეს ტექნოლოგია ახალ მიდგომას წარმოადგენს და იგი მნიშვნელოვნად აფართოებს დაპროექტების შესაძლებლობას, პარალელურად კი ზღუდავს პროექტების არაკეთილსინდისიერი მიზნით გამოყენებას სისტემის სხვა სივრცეებში.

Horizen-ის გუნდი ისწრაფვის შექმნას საუკეთესო, უფრო მეტად ინკლუზიური მომავალი თავისი წევრებისთვის და მომხმარებლებს წარუდგენს მათი შესაძლებლობების გაფართოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. დეცენტრალიზებული სამომხმარებლო ქსელის ამგვარი ტიპი საშუალებას იძლევა გაერთიანდნენ მომხმარებლები, შექმნან ერთად გამოყენებადი ფასეულობები, იმოქმედონ საერთო ეკოსისტემაში, რომელიც დაფუძნებულია საყოველთაო გამოყენების ინფრასტრუქტურაზე.

https://blog.horizen.global/horizen-sidechain-alpha-and-whitepaper-2-0-release-announcement/

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.