Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინეთი უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი უსხვილესი საავტომობილ ბაზარია ზრდის კარგი პოტენციალით, ამიტომ მსოფლიოს ბევრი მანქანათმშენებელი კომპანია არა მარტო უშვებს იქ თავის პროდუქციას, არამედ ახდენს მის ადაპტირებას ადგილობრივი მომარებლების მოთხოვნებთან. ამ დრომდე ადგილობრივი საქმიანობის ორგანიზაცია უცხოელი პარტნიორისგან ითხოვდა -  შეექმნა ერთობლივი საწარმო ჩინურ კომპანიასთან, რის შედეგადაც ჩინური მანქანთამშენებლები ლეგალურად იღებდნენ წვდომას უცხოურ ტექნოლოგიებსა და კომპონენტებზე.  Tesla-სთვის კი გამონაკლისი დაიშვა - იგი დარჩება შანხაიში არსებული ქარხნის ერთპიროვნულ მფლობელად: ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანიას უკვე გადასცა ფორმალური ნებართვა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტრომობილების წარმოებისთვის. 

image.jpeg 

Tesla-სთვის შანხაიში არსებული ქარხანა პირველია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. კომპანიას არ სურს მხოლოდ ამით შემოიფარგლოს და განიხილავს ანალოგიური საწარმოების გახსნას ევროპაშიც. შანხაიში დამზადებული Tesla Model 3 ელექტრომობილების გამოშვება შესაძლოა მიმდინარე თვეშივე დაიწყოს - აცხადებენ არაოფიციალური წყაროები. წლის ბოლომდე Tesla-ს მიერ ჩინეთში გამოშვებული ელექტრომობილების რიცხვმა კვირაში 1000 ერთეულს უნდა მიაღწიოს. Tesla Model 3-ის ჩინეთში აწყობის წყალობით კომპანია შეძლებს სწრაფად დააკმაყოფილოს რეგიონალური მოთხოვნა და ასევე შეინარჩუნოს მისაღები დონის ფასები სავარო ომის პირობებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.