Jump to content

Recommended Posts

Posted

უკვე არსებობს ცნობები, რომ მოახლოვდა ახალი თაობის კონსოლ NVIDIA Shield TV-ს ანონსი. იგი წარმოდგენილი იქნება NVIDIA Tegra X1+ პროცესორითა და 25 %-ით გაზრდილი წარმადობით. როგორც Android Authority გვაცნობებს, გასულ კვირაში კონსოლი წინასწარი შენაძენის სახით დროებით გამოჩნდა ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ის ვებ-გვერდზე, თუმცა მალევე წაიშალა. როგორც ჩანს, ახალ კონსოლს შენარჩუნებული აქვს წინამორბედის მსგავსი გარეგნული სახე, თუკი დავუჯერებთ პირველწყაროს მიერ გადაღებულ ფოტოებს, დისტანციური მართვის პულტმა კი ცვლილებები განიცადა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Amazon, Android Authority 

მახასიათებლების კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები გარდა უფრო სწრაფი Tegra X1+  

პროცესორისა, ჯერჯერობით არაფერი აღმოჩენილა. მინიმალური კონფიგურაციის კონსოლი აღჭურვილია სამგიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გბ სამომხმარებლო მეხსიერებით. ახალი მოწყობილობის ფასი 199 აშშ დოლარი იქნება, თუკი AMAZON-ს წინასწარ მონაცემებს დავეყრდნობით. მითთებულია კონსოლის გაყიდვების დაწყების თარიღიც - მიმდინარე წლის 28 ოქტომბერი. 

მოწყობილობას გააჩნია არა მარტო საფირმო სტრიმინგ სერვის GeForce NOW-ს მხარდაჭერა, არამედ ხმოვანი ინტერფეის Amazon Alexa-სიც. რომელი ოპერაციული სისტემა ექნება NVIDIA-ს ახალ ქმნილებას - ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუმცა დიდი ალბათობით ეს იქნება Android 10. დაინტერესებულ პირებს ისღა დარჩენიათ, დაელოდონ რამდენიმე დღეს, რათა სრულად შეიტყონ Shield TV Pro-ს მახასიათებლებისა და ფუნქციონალის შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.