Magdalena Posted October 22, 2019 Posted October 22, 2019 უკვე არსებობს ცნობები, რომ მოახლოვდა ახალი თაობის კონსოლ NVIDIA Shield TV-ს ანონსი. იგი წარმოდგენილი იქნება NVIDIA Tegra X1+ პროცესორითა და 25 %-ით გაზრდილი წარმადობით. როგორც Android Authority გვაცნობებს, გასულ კვირაში კონსოლი წინასწარი შენაძენის სახით დროებით გამოჩნდა ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ის ვებ-გვერდზე, თუმცა მალევე წაიშალა. როგორც ჩანს, ახალ კონსოლს შენარჩუნებული აქვს წინამორბედის მსგავსი გარეგნული სახე, თუკი დავუჯერებთ პირველწყაროს მიერ გადაღებულ ფოტოებს, დისტანციური მართვის პულტმა კი ცვლილებები განიცადა. ფოტოს წყარო: Amazon, Android Authority მახასიათებლების კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები გარდა უფრო სწრაფი Tegra X1+ პროცესორისა, ჯერჯერობით არაფერი აღმოჩენილა. მინიმალური კონფიგურაციის კონსოლი აღჭურვილია სამგიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გბ სამომხმარებლო მეხსიერებით. ახალი მოწყობილობის ფასი 199 აშშ დოლარი იქნება, თუკი AMAZON-ს წინასწარ მონაცემებს დავეყრდნობით. მითითებულია კონსოლის გაყიდვების დაწყების თარიღიც - მიმდინარე წლის 28 ოქტომბერი. მოწყობილობას გააჩნია არა მარტო საფირმო სტრიმინგ სერვის GeForce NOW-ს მხარდაჭერა, არამედ ხმოვანი ინტერფეის Amazon Alexa-სიც. რომელი ოპერაციული სისტემა ექნება NVIDIA-ს ახალ ქმნილებას - ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუმცა დიდი ალბათობით ეს იქნება Android 10. დაინტერესებულ პირებს ისღა დარჩენიათ, დაელოდონ რამდენიმე დღეს, რათა სრულად შეიტყონ Shield TV Pro-ს მახასიათებლებისა და ფუნქციონალის შესახებ. https://3dnews.ru/995952 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.