Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის ნეიროქსელმა ისწავლა ძველბერძნული დაზიანებული წარწერების გაშიფვრა. მას შეუძლია ეფექტურად და სწრაფად განსაზღვროს, რა სიტყვა აკლია ტექსტს. 

DeepMind-ს მკვლევარებმა ხელოვნურ ინტელექტს ასწავლეს დაკარგული სიმბოლოებისა და სიტყვების აღდგენა ნებისმიერი სახის ზედაპირზე, იქნება ეს ვა, კერამიკა თუ ლითონი. შესასწავლი მასალების ასაკი 1500-2600 წლის არსებობას ითვლის. 

image.jpeg 

ნეირონულ ქსელს შეუძლია ამოიცნოს სიმბოლოები 35 ათასი ძველბერძნული ფირფიტადან, რომლებშიც სიტყვების საერთო რაოდენობა 3 მილიონზე მეტია. მის მიერ აღქმული ტექსტები მოიცავს კონტექსტს, რომელშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა სიტყვები, გრამატიკა და წარწერების ფორმა და წყობა. 

სისტემის ტესტირებისთვის მეცნიერთა გუნდმა ერთიანი ტექსტიდან ცხრა სიტყვა ამოაკლო, ხელოვნურმა ინტელექტმა წარმატებით აღადგინა ყველა მათგანი. მორიგი ტესტის მსვლელობისას ნეირონულმა ქსელმა შეავსო დანაკლისის მქონე 2949 წარწერა, პარალელურად იმავეს ექსპერტებიც აკეთებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ ხელოვნურ ინტელექტზე 30%-ით მეტი შეცდომა დაუშვეს. თანაც, მთელი ინფორმაციის გაშიფვრა-აღდგენისთვის მეცნიერებს 2 საათი დასჭირდათ, ხელოვნურმა ინტელექტმა კი იგივე დავალება რამდენიმე წამში შეასრულა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.