Jump to content

Recommended Posts

Posted

NASA 2022 წლისთვის დაამზადებს მთვარემავალ VIPER-ს, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ყინულის ძებნით დაკავდება. იგი მთვარის რესურსების შემსწავლელი პროექტის ფარგლებში იქმნება, რესურსებში მოიაზრება ნივთიერებები, რომლებითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას მთვარის ბაზა, აგრეთვე მიღებულ იქნას ჟანგბადი და წყალბადი სარაკეტო საწვავის სახით. 

image.png 

როვერში ინტეგრირებული იქნება ნეიტრონული ინფრაწითელი სპექტრმზომი,რომელმაც უნდა გაზომოს ზედა ფენებში ჟანგბადის შემცველობა. მთვარემავალი აგრეთვე აღჭურვილი იქნება ბურღით, რომელიც 1 მეტრის სიღრმეზე ჩააღწევს მთვარის გრუნტში, მასთან არსებული საზომი ხელსაწყო კი განკუთვნილი იქნება გაბურღვისას მიღებული ნიმუშების ანალიზისთვის. 

„ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს პოლუსზე არსებული ნივთიერებების ძიება. ამჟამად პროექტი განხილვა-შემუშავების სტადიაშია“ - აცხადებენ მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის პლანეტოლოგები. 

მთვარის როვერის განსაკუთრებულობა მისი მუშაობის პერიოდი იქნება - იგი მთვარის ზედაპირზე იმუშავებს არა მარტო დღის, არამედ მთვარეული ღამის პერიოდშიც. NASA-ში აღნიშნავენ, რომ მეცნიერებს მეტად აინტერესებთ მთვარის ღამიდან დღეზე გადასვლის პერიოდი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.