Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Porsche-მ და Boeing-მა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ მიზნით - ერთობლივად შექმნან ძვირადღირებული, პრემიუმ კლასის ელექტრო ავტომობილი ვერტიკალური აფრენის უნარით, რათა მისმა მომავალმა მფლობელებმა დრო აღარ კარგონ დიდ საცობებში. 

პარტნიორობის ფარგლებში კომპანიები აპირებენ შექმნან საერთაშორისო გუნდი, რომელიც გადაწყვეტს ურბანული საჰაერო მოძრაობის სხვადასხვა საკითხს, მათ შორისაა პრემიუმ ხარისხის სატრანსპორტო საშუალებების რისკების პოტენციალის ანალიზი და ამგვარი ტრანსპორტის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობა. 

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც ფსონს ბიუჯეტურ მფრინავ ტაქსებზე დებენ, Porsche-ს სპეციალისტები გეგმავენ შექმნან უმაღლესი კლასის ავტომობილი შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურით - გათვალისწინებულია დასაფრენი მოედნები და დასატენი სადგურები. 

პროექტში მესამე მხარედ აგრეთვე ჩართულია Boeing-ის შვილობილი კომპანია Aurora Flight Sciences, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება ავტონომიური ელექტრო თვითმფრინავის შექმნაში. როგორც Boeing-ს წარმომადგენელმა განაცხადა, გამოცდის პირველ ეტაპზე მზა მოდელებს თვითმფრინავის ბორტიდან გაუშვებენ, შემდეგ კი დაიწყება ვერტიკალური რეჟიმიდან ჰორიზონტალურზე გადასვლა. 

ექსპერტების აზრით Porsche-სა და Boeing-ის კოლოსალური ტექნოლოგიური და საწარმოო არსენალი კომპანიებს საშუალებას მისცემს წინ გაუსწრონ თავიანთ მრავალრიცხოვან კონკურენტებს. 

image.jpeg 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.