Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX Starlink-ის „თანავარსკვლავედი“ შესაძოა იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა კომპანია. SpaceNews-ის ინფორმაციით, კომპანიამ ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირს სთხოვა ნებართვა - გაგზავნოს კიდევ 30 ათასი თანამგზავრი. როდესაც SpaceX-მა თავდაპირველად წარადგინა პროექტი, Starlink მაში აღწერილი იყო, როგორც 12 ათასი თანამგზავრისგან შემდგარი კოსმოსური ინტერნეტ-ქსელი. ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ ნებართვა უკვე გასცა ამ რაოდენობის თანამგზავრის გაშვებაზე, ამჯერად კი ახალი მოთხოვნა ითვალისწინებს დამატებით 30 ათასი აპარატის კოსმოსში გაგზავნას. 

image.jpeg 

კომპანიას, როგორც უკვე ვიცით, თანამგზავრების განთავსება დედამიწიდან 330-580 კმ სიმაღლეზე სურს, რაც ბევრში შეშფოთებას იწვევს. ეს სივრცე კოსმოსში ყველაზე ნაკლებად დაკავებულია, სწორედ აქ დაფრინავენ ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდები. მომავალში კი განავსებული თანამგზავრები გადაადგილებას ხელს შეუშლის. 

ასეა თუ ისე, დამატებითი თანამგზავრების გაშვების ნებართვის მოთხოვნა ჯერ კიდევ დნამდვილებით არ ნიშნავს იმას, რომ Starlink ჯამში 42 ათასი აპარატით იქნება კოსმოსში წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში, განაცხადის შეტანა პირველი ეტაპია და მეტად ხანგრძლივ პროცესს მოიავს. SpaceX-ს წინ შვიდი წელი აქვს უკვე ნებადართული თანამგზავრების გაყვანისთვის. 

კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში 60 ერთეული თანამგზავრი წარმატებით გაუშვა კოსმოსში, მიმდინარე თვეში კიდევ სამოცის გაშვება იგეგმება, ნოემბერში კი მორიგი ნაკადი გაემგზავრება. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.