Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google-მა წარადგინა მეოთხე თაობის Pixel-ის ფლაგმანური სმარტფონები. მოწყობილობების დასახელებებში მოულოდნელი არაფერია - ახალი სმარტფონების სახელებია Google Pixel 4 და Pixel 4 XL. დავიწყოთ სტანდარტული მოდელით. 

სმარტფონს აქვს 5.7-დუიმიანი P-OLED Full HD+ დისპლეი გვერდების შეფარდებით 19:9. კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცია და შესაძებელია მისი 60 ჰერცამდე შემცირება ბატარეის დაზოგვის მიზნით. დისპლეის HDR მხარდაჭერა აქვს და გამოირჩევა DCI-P3 ფერთა გამის 100 %-იანი ფლობით. სმარტფონის კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, წინა და უკანა პანელებზე კი მოცემულია მეხუთე თაობის დამცავი მინა Gorilla Glass. სმარტფონის გაბარიტები 147,1 х 68,8 х 8,2 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 162 გრამია. 

მოწყობილობა IP68 სტანდარტის შესაბამისად დაცულია წყლისა და მტვრისგან. როგორც აღმოჩნდა, ახალ Pixel-ებს არ აქვთ ბიომეტრიული სენსორი. მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილია სახის ამომცნობი 3D სისტემა. Pixel 4-ს აქვს USB Type-C პორტი, თუმცა არ გააჩნია ყურსასმენების სტანდარტული კონექტორი. 

image.png 

უკანა პანელზე მოცემულია ორი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა. არ არის წარმოდგენილი ფართოკუთხოვანი მოდული. ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი  ავტოფოკუსით, ოტიკური სტაბილიზაციითა და ორმაგი ზუმით.  

სმარტფონს აქვს ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა Ultra HD ხარისხში 30 კადრი/წმ სიჩქარით, ასევე შენელებული კადრის გადაღება Full HD ფორმატში 120 კადრი/წამში სიჩქარით. უკანა პანელზე აგრეთვე მოცემულია კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიღრმის ანალიზზე. 

image.png 

ფრონტალური კამერა 8-მეგაპიქსელიანია, მოცემულია 3D სენსორი ფონის გაბუნდოვნებისთვის. სწორედ მის ბაზაზეა აგებული სახის ამოცნობის 3D სისტემა. Google Pixel 4-ის კიდევ ერთი მახასიათებელია ფუნქცია Motion Sense-ის მხარდაჭერა, რომელიც ჟესტებით მართვაზეა პასუხისმგებელი. ტექნოლოგიის ფუნქციონირებას უზღუნველყოფს მინიატურუი რადარები, რომლებიც განთავსებულია დისპლეის ქვეშ. 

სმარტფონის ბატარეის მოცულობა 2800 მა/სთ-ს შეადგენს, აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, ასევე უსადენო დატენვა Qi სტანდარტის შესაბამისად. პროცესორის სახით წარმოდგენილია Snapdragon 855 - 2,84 გჰც-ითა და Adreno 640 გრაფიკით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გიგაბაიტია. კონფიგურაციის მიხედვით სამომხმარებლო მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. microSD სლოტი გათვალისწინებული არ გახლავთ, თუმცა სმარტფონს ორი SIM-ბარათი აქვს - ფიზიკური და e-SIM. 

ფლაგმანურ Pixel 4 XL-ს რაც შეეხება, მას 6.3-დუიმიანი P-OLED Quad HD+ დისპლეი აქვს. მისი ბატარეის მოცულობა 3700 მილიამპერია. გაბარიტები 160,4 х 75,1 х 8,2 მმ-ს, წონა კი 193 გრამს შეადგენს.  

Pixel 4 და Pixel 4 XL წარმოდგენილია ფერის სამ ვარიანტში: ნარინჯისფერი (Oh So Orange), შავი (Just Black) და თეთრი (Clearly White). შეერთებულ შტატსა და ევროპაში სმარტფონები 24 ოქტომბრიდან გაიყიდება. Google Pixel 4-ის ფასი 799 და 899 აშშ დოლარია, XL ვერსია კი შეფასებულია 899 და 999 დოლარად, კომპლექტაციის მიხედვით. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.