Jump to content

Recommended Posts

Posted

არც ისე დიდი ხნის წინ ადამიანები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ რაიმე ტვირთის გაგზავნა კოსმოსურ სივრცეში აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ამჟამად ეს უკვე რეალობაა და ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში გახდება. კემბრიჯის უნივერსისტეტში შეიქმნა კონცეფცია, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნება კოსმოსურ სადგურზე გაიგავნოს სხვადასხვა ზომის ტვირთი. 

image.jpeg 

წარდგენისთანავე პროექტი გადაეცა კორპორაცია LiftPort Group-ის ხელმძღვანელ მაიკლ ლეინს. გარკვეული დროის განმავლობაში მან შეაფასა კოსმოსური ლიფტის შექმნის საშუალება და დაასახელა მისი მიახლოებითი ღირებულება. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოცემული მექანიზმის შექმნა სავსებით რეალურია და აუცილებელიც  გახდება. შემუშავებული პროექტის მიხედვით ლიფტის საწყისი წერტილი ეკვატორზე უნდა განთავსდეს, მეორე ბოლო კი დაუკავშირდეს თავად კოსმოსურ სადგურს. 

image.png 

ბუნებრივია, როგორც მოსალოდნელი იყო, კოსმოსში ტვირთის გაგზავნის ფასი შთამბეჭდავი იქნება - 1 კგ მასის გასაგზავნად თითქმის 20 ათასი აშშ დოლარის გაღება იქნება საჭირო. ექსპერტების შეფასებით კოსმოსური ლიფტის მშენებლობა ამში 90 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება. წამყვანი დონის ინჟინრები უკვე დათანხმდნენ დაიწყონ მშენებლობა 2045 წლიდან. მანამდე კი დიდი ფასის გარდა მეცნიერებს მოუწევთ მოაგვარონ რამდენიმე სერიოზული პრობლემა, ესენია ტემპერატურის დაცემა და დედამიწის ატმოსფეროს გარეთ კონსტრუქციის დაცვა კოსმოსური ნაგვისგან. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.