Jump to content

Recommended Posts

Posted

ზაფხულის შუა პერიოდში გაყიდვაში გამოვიდა კომპანია AMD-ის Ryzen 3000 სერიის დესკტოპ პროცესორები. ამჟამად კალიფორნიური ტექნოგიგანტი მუშაობს HEDT-გადაწყვეტილებებზე Ryzen Threadripper 3000-ის ხაზში, პარალელურად ვრცელდება პირველი ინფორმაცია Ryzen 4000 პროცესორების შესახებ. 

image.png 

მესამე თაობის მოდელები დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და აგებულია Zen 2 არქიტექტურის ბაზაზე. Ryzen 4000 პროცესორებში მოსალოდნელია არქიტექტურა Zen 3 და ტექნოლოგია 7nm+. გავრცელებული ინფორმაციით Zen 3-ზე გადასვლა 8 %- მეტით გაზრდის IPC მაჩვენებელს 

დესკტოპ პროცესორების ინჟინრული ნიმუშები გამოირჩევა უფრო მაღალი სიხშირეებით მესამე თაობის მოდელებთან შედარებით. ახალი ცნობების თანახმად, სიხშირე 0,1-0,2 გიგაჰერცით გაიზრდება, არის ალბათობა, რომ კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს. მომავალ მოდელებში პროცესორის ბირთვების რაოდენობა კი უცვლელი იქნება: .. უმცროს მოდელებს კვლავ ექნება 6, ფლაგმანებს კი - 12 ბირთვი. 

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ წარმადობის მატება Ryzen 4000-სა და Ryzen 3000 მოდელებს შორის არ იქნება ისეთი შესამჩნევი, როგორც Ryzen 3000 და Ryzen 2000 სერიებს შორის. 

 

  • Like 1
Posted

4.6GHZ თუ მაინც დადგება საკმაოთ კარგი ნახტომი იქნება პირველ რიგში გეიმინგისთვის და 144 გერციანი მონიტორებისთვის, მაგ დროისთვის უფრო სერიოზული ვიდეოკარტებიც გამოვა თან რომლებიც მიუახლოვდებიან 144ფპს კარგი პროცესორით ალბათ 2K-ზე, რისი გაკეთება ეხლა 2080Ti კი არ შეუძლია და უფრო 100-120ფპს გაზავს საშვალოთ უფრო დაბალზე თუ არა, ისე კი ვითომ ეგ ბოლო სერია იქნებაო 7 ნანომეტრზე და მერე 5 ნანოზე უნდათ გადასვლა და DDR5-ზე, ინტელზე კი შეიძლება PCI-E 4.0 საერთოდ გამოტოვონ და 10 ნანოზე პირდაპირ 5.0 საპორტით გამოუშვანო 3.0-ის შემდეგ, ნუ ეგ ბოლო ინფო უფრო ჭორის დონეზე დადის, ნვიდიაც ეგრე აპირებსო ვითომ თავის კარტებზე, ანუ 4.0 საპორტით შეიძლება არ გამოუშვან ახალი კარტები და პირდაპირ 5.0-ზე გადავიდნენ მოგვიანებით, მაგრამ მანდ სისწრაფის გაზრდა გეიმინგს დიდათ არანაირ იპირატესობას არ ანიჭებს ამ ეტაპზე კაკ მინიმუმ, ეგ ჩანს 4.0-ზეც ამდ კარტებზე, ნუ იზრდება პირველ რიგში 10-12% ყველაზე სწრაფი PCI-E სსდ-ის წარმადობა 3.0-ან შეფარდებაში, ზატო მაზერიც 80-100$ უფრო ძვირი ჯდება X470 VS X570 VS Z390

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.