Magdalena Posted October 15, 2019 Posted October 15, 2019 კოსმოსური ტელესკოპ ჰაბლის (Hubble Space Telescope) ვებ-გვერდზე გამოჩნდა სამყაროს ნაწილის დიდებული გამოსახულება: ამჯერად ფოტოზე აღბეჭდილია ობიექტი სახელწოდებით - NGC 4380. ხსენებული კოსმოსური ქმნილება - ეს გახლავთ სპირალური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედში. მისი აღმოჩენა მოხდა ჯერ კიდევ 1826 წლის მარტში ასტრონომ ჯონ ჰერშელის მიერ. სპირალური გალაქტიკები სამყაროში არსებული გალაქტიკების ყველაზე გავცელებული და ძირითადი ტიპია. მათ შუაგულში ვარსკვლავური წარმოშობის კაშკაშა დისკოებია, რომლებიც პრაქტიკულად ლოგარითმულადაა განთავსებული ნათელი ცენტრალური ნაწილის მიმდებარედ. მოცემულ გამოსახულებაზე შესანიშნავადაა ასახული გალაქტიკის სტრუქტურა. კერძოდ, ნათლად ჩანს გალაქტიკის „გული“. გარდა ამისა, შესაძლებელია დავინახოთ წარმონაქმნის სპირალური სტრუქტურა. ორბიტალურმა ტელესკოპმა Hubble-მა გასულ წელს აღნიშნა ოცდაათწლიანი იუბილე მას შემდეგ, რაც კოსმოსში იმყოფება. ტელესკოპი კოსმოსში გაუშვეს 1990 წლის 24 აპრილს შატლ Discovery STS-31-ის ბორტზე. გათვლილია, რომ ობსერვატორია კაცობრიობას მინიმუმ 2025 წლამდე მოემსახურება. https://3dnews.ru/995560 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now