Magdalena Posted October 15, 2019 Posted October 15, 2019 მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა 3D პრინტერის მეშვეობით შექმნეს ხიდის მოდელი, რომელიც და ვინჩიმ 500 წლის წინ დააპროექტა. მეცნიერმა პროექტი ოსმალეთის იმპერიის სულთან ბაიაზიდ II-ის შეკვეთით დაამზადა, თუმცა მისი კონსტრუქცია არ მოიწონეს, რადგანაც სულთნის გარემოცვამ მიიჩნია, რომ ხიდი საჭირო დატვირთვას ვერ გაუძლებდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ხიდი მეტად ნოვატორულია თავის დროის გათვალისწინებით - ლეონარდოს არ ჰქონდა თანამედროვე საყრდენ-გამაძლიერებელი მასალები და ასფალტი, რომელსაც პროექტში გამოიყენებდა. ამიტომ მან ეს მასალა ჩაანაცვლა დაპრესილი სალტეებით, პარაბოლური რკალებითა და კუთხური თაღებით. მას სურდა შეექმნა იმ დროის მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 240-მეტრიანი ხიდი. „პროექტზე მუშაობამ დიდი დრო წაგვართვა, თუმცა 3D პრინტერმა საშუალება მოგვცა აღგვედგინა იგი გეომეტრიული სიზუსტით - აღნიშნავენ პროექტზე მომუშავე მკვლევარები. ინჟინერ-მეცნიერთა გუნდმა აღადგინა და ვინჩის ხიდის ზუსტი მოდელი 1:500 მასშტაბში. ხიდის მოდელისათვის სათითაოდ გამოიჭრა და შემდეგ აიწყო რთული ფორმის 126 ცალკეული ბლოკი. მომუშავე გუნდი ეყრდნობოდა იმ ესკიზებსა და აღწერებს, რომლებიც მოცემულია ლეონარდოს ჩანაწერებში. ინჟინრები აგრეთვე ითვალისწინებდნენ იმ დროისათვის დამახასიათებელ კონსტრუქციულ ტენდენციებს. და ვინჩის მიერ არჩეული გაბრტყელებული თაღის ფორმის ხიდი საშუალებას იძლეოდა მის ქვეშ ფლოტს გაეცურა, ძირითადი კონსტრუქცია კი სეისმური გამძლეობით ხასიათდებოდა. თაღის ბაზაზე არსებული მოძრავი პლატფორმები კი მოძრაობდა ისე, რომ არ დარღვეულიყო ერთიანი კონსტრუქცია. https://hightech.fm/2019/10/11/leo-bridge 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.