Jump to content

Recommended Posts

Posted

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებ 3D პრინტერის მეშვეობით შექმნეს ხიდის მოდელი, რომელიც და ვინჩიმ 500 წლის წინ დააპროექტა. მეცნიერმა პროექტი  ოსმალეთის იმპერიის სულთან ბაიაზიდ II-ის შეკვეთით დაამზადა, თუმცა მისი კონსტრუქცია არ მოიწონეს, რადგანაც სულთნის გარემოცვამ მიიჩნია, რომ ხიდი საჭირო დატვირთვას ვერ გაუძლებდა. 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ხიდი მეტად ნოვატორულია თავის დროის გათვალისწინებით - ლეონარდოს არ ჰქონდა თანამედროვე საყრდენ-გამაძიერებელი მასალები და ასფალტი, რომელსაც პროექტში გამოიყენებდა. ამიტომ მან ეს მასალა ჩაანაცვლა დაპრესილი სალტეებით, პარაბოლური რკალებითა და კუთხური თაღებით. მას სურდა შეექმნა იმ დროის მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 240-მეტრიანი ხიდი. 

image.png 

პროექტზე მუშაობამ დიდი დრო წაგვართვა, თუმცა 3D პრინტერმა საშუალება მოგვცა აღვედგინა იგი გეომეტრიული სიზუსტით - აღნიშნავენ პრექტზე მომუშავე მკვლევარები. 

ინჟნერ-მეცნიერთა გუნდმა აღადგინა და ვინჩის ხიდის ზუსტი მოდელი 1:500 მასშტაბში. ხიდის მოდელისათვის სათითაოდ გამოიჭრა და შემდეგ აიწყო რთული ფორმის 126 ცალკეული ბლოკი. მომუშავე გუნდი ეყრდნობოდა იმ ესკიზებსა და აღწერებს, რომლებიც მოცემულია ლეონარდოს ანაწერებში. ინჟნრები აგრეთვე ითვალისწინებდნენ იმ დროისათვის დამახასიათებელ კონსტრუქციულ ტენდენციებს. 

და ვინჩის მიერ არჩეული გაბრტყელებული თაღის ფორმის ხიდი საშუალებას იძლეოდა მის ქვეშ ფლოტს გაეცურა, ძირითადი კონსტრუქცია კი სეისმური გამძლეობით ხასიათდებოდა. თაღის ბაზაზე არსებული მოძრავი პლატფორმები კი მოძრაობდა ისე, რომ არ დარღვეულიყო ერთიანი კონსტრუქცია. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.