Jump to content

Recommended Posts

Posted

სტრიმინგ თამაშების სერვისი NVIDIA GeForce Now ხელმისაწვდომი გახდა Android-მოწყობილობებზე. 

GeForce Now უზრუნველყოფს მრავალფეროვან გეიმინგ სივრცეს მილიარდობით იმ კომპიუტერისთვის, რომლებიც არ ფლობენ საკმარის სიმძლავრეს ლოკალური თამაშებისთვის. ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად გააფართოვებს აუდიტორიას, რადგანაც გამოჩნდა სერვისის მხარდაჭერა Android-ით მართულ ფლაგმანურ სმარტფონებზეც. 

image.jpeg 

ისევე, როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და SHIELD TV-ის შემთხვევაში, Android-ისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია ბეტა-ვერსიის მდგომარეობაშია. კომპანია აგრძელებს სერვისის გაუმჯობესება-ოპტიმიზაციას. აპლიკაცია ამ ეტაპზე გაშვებულია სამხრეთ კორეაში და ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის გლობალურ ონლაინ მარკეტ Google Play Store-ში, თუმცა APK უკვე ატვირთულია APKMirror-ზე. რამდენიმე ევროპულ რესურსმა უკვე შეამოწმა მისი სამუშაო ეფექტი. 

ტექნიკური მოთხოვნები ასეთია: მხარდაჭერილია სმარტფონები, რომლებსაც აქვ Android 5.0 ან უფრო ახალი ვერსია, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 2 გიგაბაიტი. ოპტიმალური მუშაობისთვის რეკომენდებულია ინტერნეტის სიჩქარე არანაკლებ 15 მბიტ/წმ (მინიმალური შეფერხებებით), აგრეთვე Bluetooth-კონტროლერი, მაგალითად SHIELD-ის, Razer Raiju Mobile-ის, Steelseries Stratus Duo-სა და Glap Gamepad-ის მსგავსი, რომლის გარეშეც თამაშები სმარტფონში არ გაეშვება. 

image.jpeg 

აპლიკაციის გამოყენებისთვის საჭიროა სერვისის გამოწერა, რომის ფასიც იქნება წელიწადში დაახლოებით 155 აშშ დოლარი, თვეში კი - დაახლოებით 15 $. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.