Magdalena Posted October 15, 2019 Posted October 15, 2019 Apple გამოუშვებს iPhone SE 2-ს 2020 წლის პირველ კვარტალში და მისი ფასი 399 აშშ დოლარი იქნება. სმარტფონს ექნება ისეთივე A13 ჩიპი, როგორიც გამოყენებულია iPhone 11-ში. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 3 გიგაბაიტი იქნება. ეს ინფორმაცია მიღებულ იქნა ერთ-ერთი ინსაიდერის მიერ, რომელიც Apple-ის სამომავლო პროდუქტების შესახებ ზუსტი პროგნოზებით გამოირჩევა. iPhone SE 2-ს საწყისი ფასი 399 აშშ დოლარი იქნება და იგი შესაძლოა გახდეს ყველაზე იაფი iPhone ბაზარზე. დღეისათვის ყველაზე იაფი მოდელი iPhone 8 გახლავთ - მისი ფასი 449 დოლარიდან იწყება. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ iPhone 8-ს უფრო მოძველებული კომპონენტები აქვს, რითაც ყველა ასპექტში ჩამორჩება ახალ iPhone-ს. როგორც ცნობილია, iPhone SE 2-ს არ ექნება ფუნქცია Touch ID და უსადენო დატენვის მხარდაჭერა. კომპენსაციის სახით მოსალოდნელია, რომ მოწყობილობას ექნება ახალი iPhone-ებისთვის დამახასიათებელი სხვა ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Deep Fusion, Night Mode, ვიდეოს შესანიშნავი ხარისხით ჩაწერა და კამერის ახალი აპლიკაცია. ბევრი ანალიტიკოსის აზრით Apple-ის ასეთი სმარტფონის ბაზარზე გამოსვლა ბომბის ეფექტს გამოიწვევს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს არა მარტო უკან დაიბრუნოს მილიონობით „გაქცეული“ მომხმარებელი, არამედ მოიზიდოს ახალი თაყვანისმცემლები. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30772/data-vyhoda-iphone-se-2-i-osnovnye-harakteristiki-podtverzhdeny-insajderom-399-dollarov 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.