Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple გამოუშვებს iPhone SE 2- 2020 წლის პირველ კვარტალში და მისი ფასი 399 აშშ დოლარი იქნება. სმარტფონს ექნება ისეთივე A13 ჩიპი, როგორიც გამოყენებულია iPhone 11-ში. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 3 გიგაბაიტი იქნება. ეს ინფორმაცია მიღებულ იქნა ერთ-ერთი ინსაიდერის მიერ, რომელიც Apple-ის სამომავლო პროდუქტების შესახებ ზუსტი პროგნოზებით გამოირჩევა. 

iPhone SE 2- საწყისი ფასი 399 აშშ დოლარი იქნება და იგი შესაძლოა გახდეს ყველაზე იაფი iPhone ბაზარზე. დღეისათვის ყველაზე იაფი მოდელი iPhone 8 გახლავთ - მისი ფასი 449 დოლარიდან იწყება. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ iPhone 8- უფრო მოძველებული კომპონენტები აქვს, რითაც ყველა ასპექტში ჩამორჩება ახალ iPhone-. 

image.png 

როგორც ცნობილია, iPhone SE 2- არ ექნება ფუნქცია Touch ID და უსადენო დატენვის მხარდაჭერა. კომპენსაციის სახით მოსალოდნელია, რომ მოწყობილობას ექნება ახალი iPhone-ებისთვის დამახასიათებელი სხვა ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა Deep Fusion, Night Mode, ვიდეოს შესანიშნავი ხარისხით ჩაწერა და კამერის ახალი აპლიკაცია. ბევრი ანალიტიკოსის აზრით Apple-ის ასეთი სმარტფონის ბაზარზე გამოსვლა ბომბის ეფექტს გამოიწვევს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს არა მარტო უკან დაიბრუნოს მილიონობით გაქცეული მომხმარებელი, არამედ მოიზიდოს ახალი თაყვანისმცემლები. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.