Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-ს ინჟინრებმა განაცხადეს, რომ ელექტრომობილების მფლობელებს საშუალება მიეცემათ შეცვალონ მანქანის მოძრაობისა და სიგნალის ხმა. ასარჩევი ხმების სრული ჩამონათვალი ჯერ უცნობია, თუმცა მათ შორისაა ქარის ხმაური, თხის კიკინი და ხმა „მონტი პაიტონიდან“. 

image.jpeg 

ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია აგრეთვე განიხილავს შესაძლებლობას - საშუალება მისცეს მფლობელებს თავად ჩატვირთონ და დააყენონ სასურველი ხმა. თუმცა შესაძლოა ეს შემოთავაზება პრობლემატური აღმოჩნდეს, რადგანაც Tesla- შეიძლება შეზღუდვები შეეხოს რეგიონალური მოთხოვნილებებისა და ქვეითების გადაადგილების გათვალისწინებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრომობილები პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდებიან, რის გამოც ქვეთად მოსიარულეებს უბრალოდ არ ესმით მოახლოებული მანქანის ხმა, რამაც შესაძლოა ავარია გამოიწვიოს. სწორედ ქვეითების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხდება ელექტრომობილებში ხელოვნური ხმის გენერირება. 

აქვე დავამატებთ, რომ Tesla-მობილების მიწოდება-გაყიდვები რეკორდებს ხსნის. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ საერთო ჯამში დაახლოებით 97 ათასი ელექტრომობილი გაყიდა. ეს მაჩვენებელი კომპანიის ისტორიაში უმაღლესია. 

ელექტრომობილებს პერიოდულად საპირისპირო სახის მოვლენებიც უკავშირდება: რამდენიმე კვირის წინ ეჭვმიტანილის დევნისას პოლიციელ Tesla-ს ელექტრომობილის ბატარეა დაუჯდა. რბოლის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს მიაღწია, პოლიციელმა კი განაცხადა, რომ მას ბატარეის მუხტი მხოლოდ 10 კილომეტრის გასავლელად ეყოფოდა. ეს ფაქტი მან დისპეტჩერს აცნობა, რის შემდეგაც დამნაშავის დევნა ჩველებრივმა საპატრულ ავტომობილებმა გააგრძელეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.