Magdalena Posted October 7, 2019 Posted October 7, 2019 შეერთებული შტატების ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტო ემზადება თავისი მთლიანად ელექტრო ძრავის მქონე თვითმფრინავ X-57 Maxwell-ის (X-plane) გამოცდისთვის. თვითმფრინავის ერთ-ერთი მოდიფიკაცია , X-57 Mod II უკვე გადაყვანილია სააგენტოს კუთვნილ, არმსტრონგის სახელობის კვლევით ცენტრში. თავდაპირველად ჩატარდება სახმელეთო გამოცდები, რასაც მოყვება საჭის შესამოწმებელი ტესტირებები, ბოლოს კი დაიწყება სატესტო ფრენები. ჯერჯერობით არ გახმაურებულა როდის დაიწყება გამოცდა, ცნობილია ის, რომ Mod III და IV მოდელებს წინა ვარიანტისგან განსხვავებით ფრთები ექნება. ტესტირების დაწყებისთანავე თავითმფრინავი ისტორიაში შევა, როგორც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე პირველი პილოტირებული საფრენი აპარატი X-plane-ის პროგრამაში. X-57 - ეს მთლიანად ელექტრიზებული თვითმფრინავი იმ საფრენი აპარატების ერთ-ერთი მოდიფიკაციაა, რომელიც არა მარტო დაეხმარება NASA-ს ძრავების ტესტირებაში, აგრეთვე კოსმოსურ სააგენტოს სამომავლო საჰაერო ტრანსპორტის განვითარების საშუალებას მისცემს. ერთ-ერთი მიმართულებაა ვერტიკალური აფრენა-დაშვების უნარის მქონე ელექტრო თვითმფრინავების წარმოება. https://3dnews.ru/995120 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now