Magdalena Posted October 7, 2019 Posted October 7, 2019 რესურსი FanlessTech გვატყობინებს, რომ უახლოეს მომავალში შედგება მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების დებიუტი, რომლებიც დამყარებული იქნება AMD-ის პლატფორმაზე და შესრულებული იქნება NUC-მოწყობილობების სტილში. შეგახსენებთ, რომ NUC-ის, იგივე Next Unit of Computing-ის კონცეფცია შემოთავაზებული იყო კორპორაცია Intel-ის მიერ. ეს არის 10 x 10 სმ. ზომის მინი კომპიუტერები, რომლებიც განკუთვნილია გართობისთვის, თამაშებისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის. მოწყობილობებს ინდივიდუალური კონფიგურირებული დაფები აქვთ, შესაძლებელია არჩეულ იქნას მეხსიერების ტიპი, მონაცემთა შენახვის ქვესისტემები და ოპერაციული სისტემა. ამასთან, ხელმისაწვდომია როგორც მუშაობისთვის სრულიად მზა მინი კომპიუტერები, ასევე კომპლექტები და სისტემური დაფები მომხმარებლის მიერ დამოუკიდებლად ასაწყობად. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, გამოსაშვებად მზადდება ანალოგიური მინი-კომპიუტერები ამჯერად AMD-ის პროცესორებით. ამგვარი მოწყობილობების საფუძველი იქნება 4X4 ფორმატის მცირე ზომის დედა დაფები (4,09 × 4,02 დუიმიანი), როგორებიცაა მოდელები ASRock 4X4-R1000V, 4X4-R1000M და 4X4-V1000M. რა საკვირველია, AMD-ის ბაზაზე შექმნილ მინი-კომპიუტერებს არ ექნება NUC-მარკირება. მოწყობილობებისთვის შერჩეული იქნება ორიგინალური სახელწოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. აგრეთვე უცნობია თარიღიც, თუ როდის გამოჩნდება კომპიუტერები სამომხმარებლო ბაზარზე. https://3dnews.ru/995085 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now